in

თბილისში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართება – პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართება. სასკოლო ლიგას წელს საკმაოდ მასშტაბური სახე ჰქონდა და მასში მონაწილეობა 114 საჯარო სკოლის 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში — შემოდგომიდან ზაფხულამდე მიმდინარეობდა.

გუნდები ერთიან ჯგუფში ასპარეზობდნენ. დაძაბულმა შეხვედრებმა 1/8 ფინალში საუკეთესო 8 გუნდი გამოავლინა, რომლებიც შემდეგ 1/4 ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ფინალის საგზური კი ორმა გამორჩეულმა გუნდმა მოიპოვა. ესენი არიან: თბილისის №112 და თბილისის №180 საჯარო სკოლები. ფინალში გასული გუნდები ერთმანეთს 21 ივლისს დაუპირისპირდებიან და მათგან ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტულსაც მოიპოვებს.

ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიებისსასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპორტის 15-ამდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართებამინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (.. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვარაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-ამდე მოსწავლე მონაწილეობს.

[პარტნიორის კონტენტი]

რა უპირატესობები აქვს სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას?

„მეიქერსი“ – როგორ შეიქმნა ახალი კონტენტ პროდაქშენ ჰაუსი და მისი ხედვა