„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ასეთი სიახლე გზავნილების გათამაშებაა. დღეიდან [1-ლი თებერვალი], სამი თვის განმავლობაში, ფულადი გზავნილების მიღებისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, მოიგოს პრიზები: დღეში სამჯერ 100 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს – ბინა დიღმის კომპლექსში „ვივა დეველოპმენტისგან“.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეუძლია. ამისათვის საჭიროა მიიღოთ გზავნილი „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი არხით, როგორიცაა: მობილბანკი, ინტერნეტბანკი, გადახდის აპარატი, ან ბანკის ნებისმიერი ფილიალი. მომგებიანია ყველა ის გზავნილი, რომელიც შეადგენს, მინიმუმ, 300 დოლარის/ევროს/ რუბლის ექვივალენტს ლარში და გამოგზავნილია „ვესტერნ იუნიონის“, „რიკოგრამის“, „მანიგრამის“, „კონტაქტის“, „ინტელექსპრესის“, „ზოლოტაია კორონას“, „უნისტრიმის“ ან „რიას“ მეშვეობით.
ფულად პრიზს მოიგებს ის, ვინც 1 დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ოდენობის თანხას მიიღებს გზავნილის სახით. აქციის ფარგლებში, ყოველდღიურად, 3 ასეთი გამარჯვებული გამოვლინდება და 3 ფულადი პრიზი გაიცემა. რაც შეეხება ბინას დიღმის კომპლექსში, მას მოიგებს ის, ვისაც თვის ბოლოს, ჯამურად, ყველაზე მეტი გზავნილი ექნება მიღებული.
ინფორმაციისთვის, თებერვლის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება თებერვლის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; მარტის თვის გამარჯვებული − თებერვლისა და მარტის თვის მონაცემებზე დაყრდნობით; აპრილის თვის გამარჯვებულს კი − თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების ჯამური მონაცემები გამოავლენს.
[R]