27
Mar
2019

„სახლი ყველას“ – „საქართველოს ბანკის“ აქცია იპოთეკურ სესხზე

27 Mar 2019

„საქართველოს ბანკმა“, მათი თქმით, ყველაზე იაფი იპოთეკური სესხის აქცია „სახლი ყველას“ დაიწყო.

„ის, ვინც ისარგებლებს იპოთეკური სესხით 2019 წლის 27 მარტიდან, შეძლებს ჩაერთოს აქციაში. იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია ლარის ვალუტაში – 7.99%-დან (2 წელი ფიქსირებული),  ეფექტური 9.15%-დან“.

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი იპოთეკური აქციით  ყველას, ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ბინა, აქვს შანსი, ისარგებლოს ყველაზე დაბალ პროცენტიანი იპოთეკური სესხით, ჰქონდეს საკუთარი კუთხე და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი.

„აქციით და იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია მათაც, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ბინის რემონტი“.

[R]

განხილვა