საქართველოს ბანკმა მცირე ბიზნესებისთვის ახალი ინიციატივა წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოქმედ კომპანიებს ერთ პარტნიორულ ჯაჭვში აერთიანებს. ინიციატივა მათ ერთმანეთის მომხმარებლების გაზიარებისა და ახალი აუდიტორიის მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის მექანიზმი მარტივია: კამპანიაში ჩართულ ობიექტებში მომხმარებელი შეხვდება ბანერს, რომელზეც წარმოდგენილია ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესის შესახებ ინფორმაცია. ბანერს თან ახლავს ფასდაკლების ვაუჩერიც.
ამჟამად ცნობილია იმ ბიზნესების ნაწილი, რომლებიც კამპანიაში ჩაერთვებიან და ესენია: Lunatic, Dodonut, Ganjina, City hikers, JPG, mob.burgers, Wine square, Maua.concept, Sio.
დაელოდეთ და თვალი ადევნეთ კამპანიაში ჩართული ბიზნესების ვინაობას.
[პარტნიორის კონტენტი]











