in

„საქართველოს ბანკმა“, მომხმარებლისათვის, „ჩატის“ ფუნქცია დანერგა

„საქართველოს ბანკმა“, მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, ციფრულ არხებში, „ჩატის“ ფუნქცია დანერგა. ამიერიდან, მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელს შეუძლია, 24/7 რეჟიმში მიიღოს პასუხები მისთვის საინტერესო კითხვებზე ან ისარგებლოს „ონლაინ“ კონსულტაციით. თუკი რომელიმე საბანკო ოპერაციის შესრულების პროცესში მას დახმარება, დამატებითი ინფორმაციის მიღება/დაზუსტება დასჭირდება, ან, უბრალოდ, შეკითხვა გაუჩნდება, მას შეუძლია „ჩატით“ მარტივად ისარგებლოს.

„ჩატს“ მომხმარებლისთვის საინტერესო ბევრი ფუნქცია აქვს − მისი გამოყენებით არა მხოლოდ სასურველ საბანკო სერვისებზე კონსულტაციის გავლაა შესაძლებელი, არამედ – საჭირო ფაილების გაგზავნა ან გადმოწერა, ბმულების გაზიარება, საუბრის ისტორიის თვალის დევნება და სხვა.

„აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ციფრული არხების განვითარებას. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს „ჩატის“ ფუნქცია შესთავაზა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით ტრანზაქციების განხორციელებას, საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მიღებას. „ჩატის“ გამოყენება პროცესს კიდევ უფრო სწრაფს, მარტივს და კომფორტულს ხდის“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.bog.ge

 

[R]

მასწავლებელი, რომელმაც მონატრებული 23 მოსწავლის თოჯინა მოქსოვა

„თეთრი კვადრატი“ თეთრი ფურცლიდან – როგორ ქმნიდა JWT Metro „m² ჯგუფის“ ახალ ბრენდს