in

ონლაინ მომსახურებები, რომლითაც სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებთ

მას შემდეგ, რაც მსოფლიო მასშტაბით გავრცელებულმა ვირუსმა არსებული წესრიგი შეცვალა, ადამიანებს საქმის კეთება სახლიდან მოუწიათ. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ ამ ადამიანებისთვის მომსახურების მიწოდება ელექტრონულად გახდა საჭირო. თუმცა, რეალურად, ელექტრონული სერვისები ვირუსამდეც ძალიან პოპულარული იყო. მაგალითად, საქართველოს ბანკი უკვე დიდი ხანია, მობილბანკისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად განახორციელონ მათთვის საჭირო საბანკო ოპერაციები.

საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკი საშუალებას გაძლევთ მართოთ ანგარიშები და ბარათები, რაც გულისხმობს: შეასრულოთ ნებისმიერი ოპერაცია:

გადარიცხოთ და მიიღოთ თანხები – თანხის ელექტრონული გადარიცხვა იმ მინიმალურ დროსაც კი გვაზოგინებს, რომელიც ბანკომატთან მისასვლელად და თანხის ჩასარიცხად გვჭირდება. ფაქტობრივად, სახლიდან შეგიძლიათ, ჩაურიცხოთ მასწავლებელს თანხა, რომელიც თქვენს შვილს ონლაინ ამზადებს, ფსიქოლოგს, რომელიც ონლაინ სეანსებს ატარებს და ა.შ იმისთვის, რომ თანხა ელექტრონულად გადარიცხოთ, უნდა გადახვიდეთ გადარიცხვების გვერდზე და აირჩიოთ, ანგარიშის ნომრით გსურთ გადარიცხვა, თუ პირადი ნომრით;

გადაიხადოთ კომუნალურები და სხვა გადასახადები – თუ დაგიგროვდათ კომუნალური გადასახადები, ამისთვის ბანკის ფილიალში მისვლა საჭირო ნამდვილად არ არის, მარტივად შეგიძლიათ, კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები მობილ და ინტერნეტ ბანკინგით გადაიხადოთ და ასევე გადაუხადოთ თქვენთვის სასურველ ადამიანებსაც. ამისათვის უნდა შეხვიდეთ გადახდებში და მიუთითოთ, რა ტიპის გადარიცხვა გსურთ;

მიიღოთ გზავნილები – ახლობელი გყავთ საზღვარგარეთ, ვინც თანხას გიგზავნის? აღარ დაგჭირდებათ ფილიალში მისვლა და გამოტანა, მობილბანკით პირდაპირ მიიღებთ გზავნილს და თან აქვე შეძლებთ უკეთესი კურსით დაკონვერტირებას სასურველ ვალუტაში. ამისათვის მობილბანკში საჭიროა, დააჭიროთ ღილაკს “მეტი” და გადახვიდეთ გზავნილების გვერდზე, ინტერნეტბანკში კი პირდაპირ დააჭიროთ “გზავნილებს” და მიიღოთ და გაგზავნოთ ის; გახსნათ ანაბრები – საამისოდ, ინტერნეტბანკში უნდა დააჭიროთ ღილაკს პროდუქტები და იქ იპოვით ანაბრებს, მობილბანკში კი, დააჭიროთ ღილაკს “მეტი” და გადახვიდეთ “შეთავაზებებსა და განაცხადების” გვერდზე;

დააკონვერტიროთ თანხა – იმისთვის, რომ მობილბანკში თანხა დააკონვერტიროთ, უნდა აირჩიოთ “გადარიცხვები”, სადაც შეგხვდებათ “ვალუტის კონვერტაცია”. შემდეგ კი, აირჩევთ ანგარიშს, თუ საიდან გსურთ კონვერტაცია, მიუთითებთ თანხას და დააკონვერტირებთ მას;

მიიღოთ ინფორმაცია შესრულებული ოპერაციების შესახებ.

SMS ბანკი

SMS ბანკის საშუალებით მომენტალურად მიიღებთ ინფორმაციას თანხის ჩარიცხვის ან გასავლის შესახებ და, ამასთან ერთად, კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეასრულებთ ყოველდღიურ ოპერაციებს. მაგ: შეივსებთ მობილურის ბალანსს, შეამოწმებთ ნაშთს, გააგზავნით ფულად გზავნილებს და სხვა.

EPAY.GE

EPAY.GE-ს საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, შეასრულოთ კომუნალური და სხვა ნებისმიერი ტიპის გადახდა ონლაინ.

ბიზნეს ინტერნეტ ბანკი

ბიზნეს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ: მართოთ კომპანიის ანგარიშები და ბარათები; გადარიცხოთ თანხები ინდვიდუალურად ან პაკეტურად; გადაიხადოთ კომუნალურები და სხვა გადასახადები; გახსნათ და აკონტროლოთ დეპოზიტები; მოითხოვოთ სესხები და დაფინანსება; მიიღოთ ინფორმაცია შესრულებული ოპერაციების შესახებ; შეავსოთ განაცხადები სხვადასხვა პროდუქტისთვის; თვალი ადევნოთ ვალუტის კურსების დინამიკას.

„ტექნოლოგიები ვირუსის წინააღმდეგ“ – Redberry-სა და GITA-ს „ონლაინ“ ჰაკათონი

COVID 19 ის გამოწვევების დასაძლევად თიბისი 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს