in

„საქართველოს ბანკი“ ციფრული ბიზნესის კრიზისულ სიტუაციებში მართვის „ონლაინ“ ტრენინგს ჩაატარებს

8 აპრილს, 19:00 საათზე, „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, „ონლაინ“ ტრენინგი გაიმართება. შევხედრის ძირითადი თემებია: რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ციფრული ბიზნესი COVID-19-ის კრიზისულ სიტუაციაში, როგორ შეინარჩუნა მან, ამ პერიოდში, ეფექტური სერვისი და როგორ გაუმკლავდა დაბრკოლებებს.

შეხვედრის მოდერატორი იქნება საქართველო ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერი გიორგი კინწურაშვილი, საკუთარ გამოცდილებას კი გაგიზიარებენ ვოლტის გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი, გლოვოს გენერალური მენეჯერი გიგა ქერქაძე და ბოლტის თანადამფუძნებელი კახა აზნაურაშვილი.

„ „ონლაინ“ ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. ამ პროცედურის გავლის შემთხვევაში, მონაწილეობის მსურველები, ღონისძიებამდე 2-3 საათით ადრე, მიიღებენ „ზუმის“ ბმულს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ შეხვედრაზე „ონლაინ“ დასწრებას.

ერთად და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ არ ვაჩერებთ საქართველოს!“

[R]

Spotify სახლში დარჩენისკენ ცნობილი სიმღერების ტექსტებით მოგვიწოდებს

ნუ დებ “ნუდებს”! – კამპანია სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ