in

რისთვის გვამზადებდა ბუდუ ზივზივაძე? – აღნიშნე PLUS-ის დაბადების დღე!

ბუდუ ზივზივაძის დასამახსოვრებელი ჟესტი, გადაჯვარედინებული თითები მოედანზე, ალბათ, არავის დარჩენია შეუმჩნეველი, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც ამას საქართველოს ბანკის ვიდეორგოლში ვნახავდით. 

ბრენდმა ცნობილი ფეხბურთელის ეს საკულტო ნიშანი პლუსქულებს დაუკავშირა მესიჯით: „თუ აქამდე ვერ შეამჩნიე, მთელი ამ ხნის მანძილზე ბუდუ მნიშვნელოვანი დღისთვის გვამზადებდა 🫰🏻 ”. 

საქმე ისაა, რომ 5 ივლისს PLUS თავის მერვე დაბადების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ბრენდმა ყველა მომხმარებლისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოამზადა პარტნიორ მაღაზიებში, რომელიც სწორედ პლუსქულებით გადახდისას გააქტიურდება. 

ზემოთ ნახსენები ვიდეოც სწორედ ამ სიახლის ფარგლებში შეიქმნა. 

 
 

Windows „სიკვდილის ლურჯ ეკრანს“ დაემშვიდობა

როგორ ქმნის საქართველოს ბანკის გუნდი ხარისხის კულტურას პროგრამულ ინჟინერიაში