საქართველოს ბანკმა, ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამა – PLUS-ი შექმნა, რომელიც სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. [fbvideo link=”https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/1522447974480050/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
ბანკის წარმომადგენლების განცხადებით მომხმარებელი სტატუსის შესაბამისად ისარგებლებს: საბანკო, ჯანმრთელობის თუ სადაზღვევო სტატუს უპირატესობებით. ამავე დროს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS ბარათის გამოყენებით დააგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია:
- PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე – სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე;
- უფასო მგზავრობაზე;
- ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე;
- ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე;
- სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე;
- სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.
ურთიერთობის პროგრამაში ჩართული მომხმარებელი PLUS-ების დაგროვებას შეძლებს: საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე, ანაგრიშზე განთავსებულ თვის საშუალო ნაშთზე, მეგობრების მოწვევისას და საქართველოს ბანკის პროდუქტების შესახებ გაწეული რეკომენდაციისას. აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც 3 აგვისტოს ჩათვლით ჩაერთვება ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, საჩუქარად მიიღებს welcome PLUS-ებს.














