15
Nov
2018

მთელი საქართველოს ბანკი POPXSpotlight-ის მხარდამჭერია

15 Nov 2018

POPXSpotlight-მდე სულ ცოტა დრო რჩება. ეს არის პირველი ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებს და ტექნოლოგიებს მიეძღვნება. “სფოთლაითზე” მისულ სტუმრებს სფეროს პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება შეეძლებათ. POPXSpotlight 18 ნოემბერს, სასტუმრო Radisson-ში გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია მთელი საქართველოს ბანკი. დეტალებზე საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორს, ხათუნა კაკაბაძეს, ვესაუბრეთ.

M: პირველი წელი არაა, როდესაც საქართველოს ბანკი მხარს უჭერს “სფოთლაითს”. რა გახდა ამჟამინდელი მხარდაჭერის მიზეზი?

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს – გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები, არაორდინალური იდეები, ხედვები და ღირებულებები. POPXSpotlight-ის მთავარი თემა არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, საქართველოს ბანკისთვის კი ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა წლებია უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა, “სფოთლაითი” კი საუკეთესო სივრცეა გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.

M: რამდენად მნიშვნელოვანია მთელი საქართველოს ბანკისთვის ინოვაციური პროდუქტები და ამდენად, ამ თემატიკის ღონისძიების მხარდაჭერა?

საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ბანკი დიდ რესურსს დებს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და “ფინტექ” სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech. ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox – მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. საქართველოს ბანკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

განხილვა