ფოთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საჭადრაკო ქალაქია, სადაც თითქმის 80 წელია, ჭადრაკი ისტორიისა და იდენტობის ნაწილია.
საქართველოს ბანკისთვის, როგორც ფოთის საჭადრაკო კლუბისა და საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ტურნირის მხარდაჭერა, არამედ ქალაქის მრავალწლიანი საჭადრაკო ტრადიციის თანამედროვე ფორმით გაცოცხლებაც. სწორედ ასე დაიბადა კამპანია „ჭადრაკის ახალი ტალღა“.
წლების განმავლობაში, ჭადრაკის თამაში ძირითადად დახურულ სივრცეებში მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, რომ ფესტივალისთვის ახალი, განსხვავებული ხასიათი მიენიჭებინა და იმის ნაცვლად, რომ მოთამაშეები მიეყვანა ჭადრაკთან, პირიქით, ჭადრაკი მიიტანა იქ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს.
ასე შეიქმნა საქართველოს ბანკის ახალი კამპანია, რომლის მთავარი იდეა ისეთი ჭადრაკის შექმნა იყო, რომელიც საკუთარ თავში ფოთის ნაწილებს გააერთიანებდა.

ზღვამ შექმნა ფიგურები
კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნაწილი მალთაყვის სანაპიროზე დაიწყო, სადაც შეგროვდა ყველა ის მასალა, რომლითაც ჭადრაკის ფიგურები შეიქმნა.
ამისათვის, ადგილობრივებთან ერთად შეგროვდა ზღვის მიერ ფორმაშეცვლილი და დამუშავებული ქვები, გამორიყული შუშები… მათგან მიღებული ინსპირაციით კი ფოთელმა მოქანდაკემ ისინი უნიკალურ საჭადრაკო ფიგურებად აქცია.
შედეგად, შეიქმნა საჭადრაკო ნაკრები, სადაც თითოეული ფიგურა განსხვავებულ ფორმასა და ხასიათს ატარებს – ზუსტად ისე, როგორც ზღვაში არსებული თითოეული კენჭი, რადგან ზღვა არასდროს ქმნის ორ ერთნაირ ქვას.
ქვის ფიგურებზე მუშაობისას მთავარი მიზანი ბუნებრივი მასალის ხასიათის შენარჩუნება იყო – სწორედ ამიტომ, ზღვიდან ამოღებული კენჭები და შუშები ინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ ტექსტურასა და ფორმას.


შესაბამისად, გამორჩეულ ხასიათს ატარებს პაიკების დიზაინიც, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იყო შთაგონებული – ორი ერთმანეთზე დაბალანსებული ქვა, საკუთარ თავში ზღვის სანაპიროზე თამაშისას ქვების დაბალანსების, ტალღებთან თამაშის და ზაფხულის მოგონებებს აერთიანებს.
მსგავს ფილოსოფიას ატარებს შუშის ფიგურებიც. ამ შემთხვევაშიც, პაიკები ქვების მსგავსად, ორი ელემენტის ბალანსის ფორმას ინარჩუნებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ სანაპიროზე ხშირად რჩება მინის ბოთლები, რომლებსაც ზღვა დროთა განმავლობაში ამუშავებს, კიდეებს უმრგვალებს და სრულიად ახალ ფორმას აძლევს – მათი ფორმები იქცა ეტლების დიზაინის შექმნის ინსპირაციად.
აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის ფიგურების ზღვაში ნაპოვნი შუშებისგან დამზადება გარემოზე ზრუნვასაც ისახავდა მიზნად. სანაპიროზე დარჩენილი მინა, დაბინძურების წყაროა, სწორედ ამიტომ, კამპანიის ფარგლებში მოხდა მათი დანიშნულების გადააზრება, მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება და უნიკალური დიზაინის მქონე ობიექტებად ქცევა.
ასე შეიქმნა ჭადრაკის ფიგურების სეტი, რომელიც არ ეცილება ბუნებას, არამედ პირიქით, ინარჩუნებს ზღვის მიერ შექმნილ ფორმებსა და ხასიათს.
ქალაქი და ზღვა, რომელიც საჭადრაკო პატერნებად ყოველდღიურ ნივთებში იქცა
კამპანიის ფარგლებში, ფოთის იდენტობა მხოლოდ ჭადრაკის ფიგურებში არ ითარგმნა. თუ ქალაქს ზემოდან შეხედავთ, შეამჩნევთ, რომ მისი განაშენიანება თავადაც საჭადრაკო დაფას მოგაგონებთ.
ამ ანალოგიაზე დაფუძნებით, ზღვის ტალღები საჭადრაკო პატერნებად გარდაიქმნა, რის საფუძველზეც კამპანიისთვის უნიკალური ვიზუალური იდენტობა შეიქმნა.
„ჭადრაკის ახალი ტალღის“ ფარგლებში შექმნილი მერჩები მხოლოდ კამპანიის ატრიბუტები არ ყოფილა – თითოეული მათგანი ყოველდღიური გამოყენების საგნად იქცა.


შეიქმნა საჭადრაკო დაფის ვიზუალის მქონე ზღვის ჩანთა, რომლის შიგნით მოთავსებული ტომსიკები ჭადრაკის უნიკალური ფიგურების მარტივად ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა. შედეგად, ზღვის ჩანთა სრულფასოვან საჭადრაკო სეტად გარდაიქმნა, რომელიც მოყვარულებს ნებისმიერ ლოკაციაზე თამაშის საშუალებას აძლევს. იმავე კონცეფციით შეიქმნა ზღვის პირსახოცები და თავსაბურავებიც.
კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სახალისო ელემენტი მარაო გახდა, რომელზეც დატანილია ჭადრაკის თამაშის ძირითადი წესები. ეს დამწყებ მოჭადრაკეებს თამაშის მარტივად შესწავლაში ეხმარება.
მალთაყვის სანაპიროზე ასევე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც განთავსდა კამპანიის ვიზუალური იდენტობით გაფორმებული ქოლგები, დროშები და სხვა სანაპირო ატრიბუტები.
ასე მოიცვა მალთაყვის სანაპირო სრულად საჭადრაკო დაფის მოტივებმა, რომლებმაც სანაპირო ერთ დიდ, ცოცხალ საჭადრაკო დაფად აქცია.
თამაში, რომელიც დახურული სივრციდან ღია სივრცეში გადავიდა
კამპანიის შედეგად, მალთაყვაზე გაჩნდა სივრცე, სადაც ჭადრაკი დახურული სივრციდან ქვიშაზე გადავიდა და მთელი სანაპირო მოიცვა. აქ ერთმანეთს ეთამაშებოდნენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ნაცნობები თუ სრულიად უცნობები.


შედეგად, ჭადრაკი აღარ იყო მხოლოდ ფესტივალის ნაწილი, ის საქართველოს ბანკის ინიციატივით იქცა „ჭადრაკის ახალ ტალღად, რომელმაც ფოთის საჭადრაკო მემკვიდრეობა ახალი ფორმით გააცოცხლა.
კამპანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტრადიციას შეცვლა არ სჭირდება, ზოგჯერ საკმარისია, უბრალოდ მისცე მას ახალი სივრცე და ის იქცევა ახალ მოძრაობად, რომელიც თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს.
[პარტნიორის კონტენტი]












