in

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ProductTank Tbilisi-ს შეხვედრა გაიმართება

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, 31 მაისს, 21:00 საათზე, ProductTank Tbilisi-ს შეხვედრა გაიმართება. Startup Büro-ს ინიციატივითა და საქართველოს ფინტექ ასოციაციის მხარდაჭერით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა Zoom-ის და Facebook Live-ის გამოყენებით ჩატარდება, მთავარი თემა კი „ღია ბანკინგი და ფინტექ პროდუქტები“ იქნება.

bog
bog-mob

შეხვედრაზე დასასწრებად, ნებისმიერ მსურველს, რეგისტრაცია უკვე შეუძლია. ProductTank-ის შეხვედრა ინგლისურ ენაზე ჩატარდება, მოდერატორი „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კინწურაშვილი იქნება.

შეხვედრას გაუძღვებიან ფინტექ კომპანიებიდან მოწვეული პროფესიონალები:

  • როლანდს მესტერსი – Nordigen-ის აღმასრულებელი დირექტორი. ეს არის ერთ-ერთი პირველი კომპანია ევროპაში, რომელმაც სხვადასხვა ბანკის მიერ შექმნილი ღია API სერვისები გააერთიანა და უფასოდ, მარტივი ინტეგრაციისა და მონაცემთა ანალიტიკის სერვისებით ემსახურება ფინტექ კომპანიებს.
  • ირაკლი აგლაძე – ღია ბანკინგის გადაწყვეტების ხელმძღვანელი ფინტექ სტარტაპში ANNA Money, რომელიც ქმნის ციფრულ საბანკო მომსახურებას მცირე ბიზნესებისათვის ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

გამოსვლებისა და პანელური დისკუსიის შემდეგ, შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, „ონლაინ “კავშირების დამყარების მიზნით, ე.წ. ნეტვორკინგის სპეციალურ პლატფორმა Wonder-ში გადაინაცვლონ.

„მსგავსი გამოცდილების სპიკერების მოსმენა ProductTank Tbilisi-ს მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო, დროული და საინტერესო  ინფორმაცია, თუ რას ცვლის ღია ბანკინგი ფინტექ პროდუქტებში, რა მოლოდინებს ქმნის მომხმარებლის მხარეს. ასევე – რა ახალი ბიზნეს მოდელები შეიძლება შეიქმნას საბანკო მონაცემების ხელმისაწვდომობის ფარგლებში, რომ მათ საბოლოო მიზანს მიაღწიონ – მომხმარებელს მასზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტები შესთავაზონ“, – ამბობს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კინწურაშვილი.

[R]

MIT-ში ჭკვიანი ტანსაცმელი შექმნეს – ტაქტილური ქსოვილები ადამიანის მოძრაობას გრძნობს

„ამ გადაწყვეტილებამ კარდინალურად შეცვალა ჩემი მომავალი ცხოვრება“ – ნანა ჯანაშია