in

გაიცანი ქართველი YouTube-ერები! – საქართველოს ბანკის დოკუმენტური ვიდეო

[წაიკითხე, თუკი YouTube.com-ის ნაცვლად, „ყოუტუბე.ცომ“ ერთხელ მაინც დაგიწერია]

„ქართული YouTube-ის გასაცნობად და აღმოსაჩენად უნდა გაიცნო ის ადამიანები, რომლებიც კონტენტს ქმნიან“

მცირე მიმოხილვით დავიწყოთ…

არადა, სულ რაღაც, 16 წელია, რაც YouTube ონლაინ სივრცეში ოპერირებს და მსოფლიოს TOP მულტიმედია პლატფორმას წარმოადგენს. ის არამხოლოდ მუსიკალურ, გასართობ, საინფორმაციო და შემეცნებით სივრცედ იქცა, არამედ იმ შემოქმედებითი ადამიანის შემოსავლის წყაროდაც, რომლებმაც თავიანთი კონტენტით აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა შეძლეს. როგორც სოციალური პლატფორმა, საინტერესოა მაყურებლის ინტერესი კონტენტის მიმართ – მაგალითად, თუკი Facebook-ზე ვიდეოს სანახავად, მომხმარებელი 3 წამზე მეტხანს იშვიათად ჩერდება, YouTube არხებს ყურადღებით ადევნებს თვალს. განსაკუთრებულად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს ამ პლატფორმაზე.

გაიცანი ქართული YouTube

შესამჩნევი პროგრესია ქართულ YouTube სივრცეში, სადაც უკვე არაერთ არხს ჰყავს ათიათასობით და ასიათასობით გამომწერი. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ YouTube სივრცეში ისინი საკმაოდ ფართო აუდიტორიამ, სხვა საკომუნიკაციო არხებში გამოჩენის გარეშეც კარგად გაიცნო. სწორედ მზარდმა ინტერესმა გადააწყვეტინა საქართველოს ბანკს ქართველ YouTube-ერებზე ვიდეორგოლის შექმნა. ამისათვის, პლატფორმისთვის დამახასიათებელი დოკუმენტური ფორმატი შეარჩიეს და ეს 20 ქართველი იუთუბერი მიიწვიეს:

Channel LC
The Zipper
MILLOWA
Crazy Matee
საეჭვო კაცი
GI2GI
Giorgi Danelia
Anano Totiauri
hungryman – ჰანგრიმენი
ოქტოპუსი – Octopus
Jengo
Kiko
N ice
NikaTMG
Travel With Us
Sazina Vlogs
IKANATIA – იკანათია
Pato – პატო
Temur Gvaradze
Go Let’s Play

„საქართველოში YouTube @ტვირთა-დან დაწყებული ახალი სკოლის გეიმერებით და ვლოგერებით დამთავრებული, ბევრი გამოიარა და ახლა, ალბათ ისე როგორც არასდროს აქამდე სწორ გზაზე დგას. საკმაო დროის წინ გადავწყვიტეთ ჩვენი არხები გამოგვეყენებინა იმ ადამიანების სხვებისთვის კიდევ უკეთ გასაცნობად, რომლებიც დაუღალავად ქმნიან კონტენტს.

ეს ფილმი ქართული YouTube-ს ახალი ერის დასაწყისს ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, ამაზე ბევრად მეტი და დიდი პროექტები გააერთიანებთ მომავალში ქართველ იუთუბერებს – თუმცა ეს ფილმი, წლების შემდეგ, ისტორიას შემონახული დარჩება იმ საწყისების აღსანიშნავად, სადაც ახლა ეს პლატფორმა დგას,“ – ამბობს საქართველოს ბანკის მარკეტინგის დირექტორი ლევან გომშიაშვილი.

ვიდეორგოლის პრემიერა საქართველოს YouTube არხზე 26 თებერვალს, 21:00 საათზე შედგება.

„ადამიანების შესაძლებლობების და პოტენციალის აღმოჩენა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაშ შორისაა ქართველი იუთუბი და იუთუბერები. ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, ამ ფილმში ყველა YouTube-ერი არ არის, თუმცა ვეცადეთ გამოგვეჩინა დიდი და პატარა იუთუბერები და ის, თუ რამხელა პოტენციალი აქვთ ამ ადამიანებს და ამ პლატფორმას.

საქართველოს ბანკისთვის ახალი და ინოვაციური პლატფორმების აღმოჩენა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სულ ვცდილობთ მეტ ახალ სივრცეში წავყვეთ მომხმარებლებს, მაგიტომ შევქმენით ტიკ-ტოკიც და ვესაუბრებით ადამიანებს ქლაბჰაუსში. ჩვენს ფილმს იქითაც, კიდევ ბევრი იუთუბერია აღმოსაჩენი.

სამომავლოდ, ვფიქრობთ სხვადასხვა საინტერესო კომუნის გაცნობაში დავეხმაროთ ადამიანებს, მათ შორის, ოლიმპიელების, გეიმერების, მუსიკოსებისა და კიდევ ბევრი სხვა მიმართულების,“ – ამბობენ საქართველოს ბანკში.

 

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

[R]

3 რჩევა, რომელიც უკეთესი მეილის დაწერაში დაგეხმარებათ

რა დადებითი ეფექტი აქვს ორგანიზმზე მოწევისთვის თავის დანებებას?