in

სანდრო ლორთქიფანიძე განათლებასა და ამერიკულ მთებზე – რამდენიმე რჩევა 19 წლის თავს

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

თინეიჯერობის შემდეგ, 19 წელი ის ეტაპია, როცა ახალგაზრდა ადამიანი საკუთარი მომავლის ფორმირებაში უფრო აქტიურად ერთვება – იზრდება პასუხისმგებლობა, არჩევანის შესაძლებლობა და მათთან ერთად ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვებიც.

საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, აგრძელებს საგანმანათლებლო და ინსპირაციული ინიციატივების განხორციელებას.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სერია, რომლის ფარგლებში წარმატებული ადამიანები საკუთარ 19 წლის თავს მიმართავენ და იმ გამოცდილებას გვიზიარებენ, რომელმაც მათ პროფესიულ და პირად განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მარი სუხიშვილის შემდეგ სერიის მორიგი რესპონდენტია სანდრო ლორთქიფანიძე – ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანი. ინტერვიუში ის იმ გამოცდილებებზე გვესაუბრება, რომლებმაც მისი კარიერა და ხედვა ჩამოაყალიბა, ასევე გვიყვება იმ გამოწვევებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ამ პროცესს თან სდევდა.

განათლების მნიშვნელობა

პროფესია იწყება იქ, სადაც სწავლა იქცევა ჩვევად, ამბობს სანდრო და იმასაც აღნიშნავს, რომ ცოდნა არა მხოლოდ მისი პროფესიული კარიერის, არამედ პიროვნების განუყოფელი ნაწილიცაა.

19 წლის თავს კი ვეტყოდი: ზუსტად ისე ისწავლე, როგორც ახლა სწავლობ! გაიზრდები და ეგ ცოდნა, რომელსაც ახლა იძენ, ისეთ სივრცეებში გამოგადგება, რომ არც კი მოელი. თუნდაც უბრალო საუბრებში ან ახალ ნაცნობებთან ურთიერთობისას.

ცხოვრებასავით არც განათლების გზაა სწორხაზოვანი. როცა შენს გარემოს და პროფესიას გულწრფელი ცნობისმოყვარეობით იკვლევ, აუცილებლად აღმოჩნდები ისეთ ადგილებში, რომლებიც სიურპრიზებითაა სავსე. შეიძლება, დიდი გამოწვევების წინაშეც იპოვო თავი. ამ დროს, არ უნდა შეშინდე და გაბედო საკუთარი თავის გაოცება.

ერთი შეხედვით საშიშ, რთულ და ამაღელვებელ გამოწვევებსა თუ შემოთავაზებებზე თანხმობის თქმა ზრდის საწინდარია. აი, რომ იფიქრებ: „შეუძლებელია, ეს შევძლო“, მაგრამ მაინც თანხმდები. და, რა თქმა უნდა, ბოლოს მაინც შეძლებ“.

ენდე საკუთარ თავს

სანდროს თქმით, ყველაფერი, შესაძლოა, ერთი გადაწყვეტილებით დაიწყოს, პირველი გადადგმული ნაბიჯით იმისკენ, რაც გულწრფელად აღგაფრთოვანებს. პროცესში კი აუცილებელია, ენდო საკუთარ თავს და გამონახო ის ღერძი, რომელიც შენს ცნობისმოყვარეობას არ ასვენებს. საკუთარ 19 წლის თავსაც ამას ურჩევს.

„ცხოვრება ისეთ ადგილებში წაგიყვანს და ისეთ ამერიკულ მთებზე დაგაბზრიალებს, ვერც კი წარმოიდგენ. ეცადე, ღერძი არ დაკარგო, არ დაივიწყო, რა გიყვარს და რატომ აირჩიე შენი პროფესია, თორემ სიცარიელეს იგრძნობ და მერე ძალიან რთული იქნება საკუთარ თავთან დაბრუნება“, – ამბობს მწერალი.

სანდრო იმასაც გვიზიარებს, რომ როცა საკუთარ თავს ენდობი და ბოლომდე მიჰყვები იმას, რაც გულის სიღრმეში გსურს, სხვებიც უფრო მეტად გაფასებენ. ამიტომ, სჯობს, ნაკლები ინერვიულო იმაზე, რომ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულო, ყველა დავალება უნაკლოდ ამოხსნა და სირთულე მყისიერად გადალახო. სჯობს, მოეშვა და საკუთარ თავს უსმინო.

„იმას მიჰყვე, რაშიც საკუთარი თავის ბოლომდე გჯერა“, – ამბობს სანდრო.

საბოლოოდ, ისეთი სანერვიულო, როგორც ახლა წარმოგიდგენია, არაფერია. ცხოვრება, მწერალის თქმით, ბევრ შანსს გაძლევს: შეგიძლია ისევ სცადო, თუნდაც ახალი შეცდომის ფასად.

 დაიწყე და არ გაჩერდე

19 წელი მხოლოდ დასაწყისია. განვითარების გზაზე შეცდომებიც გარდაუვალია, ახალი გამოწვევებიც და შიშებიც. მთავარია, არასდროს შევწყვიტო სვლა. განათლება ის უწყვეტი პროცესია, რომელიც დაგეხმარება, საკუთარი თავი ბევრ კითხვის ნიშანშიც იპოვო.

მეტისთვის ნახეთ ვიდეო.

და გახსოვდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ავუკრძალოთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი ინფორმაციიდან სწავლა

Swap – Instagram-ის გასაიდუმლოებული ფუნქცია ორიგინალ კონტენტთან დაკავშირებით