19
მაი
2017

#საქართველოსთვის! – სოციალური ვიდეოების სერია XIX-XX საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე

19 მაი 2017

#საქართველოსთვის საქართველოს ბანკის კამპანიაა, რომელიც შემეცნებითი ვიდეორგოლების სერიას მოიცავს XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე ქართველების შესახებ. სოციალური ვიდეორგოლები უკვე შეიქმნა დავით სარაჯიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, იაკობ გოგებაშვილისა და ამბროსი ხელაიას შესახებ, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, კამპანია ამით არ შემოიფარგლება და სხვა ვიდეორგოლებსაც ვიხილავთ.

BOG PLUS

საქართველოს ბანკის ონლაინ კომუნიკაციების სამსახურის მენეჯერი მირიან ჯუღელი: “კამპანიის მიზანია ცნობიერების ამაღლება XIX-XX საუკუნეების საქართველოს შესახებ. #საქართველოსთვის არის სოციალური ვიდეოების სერია – კვადრატული ვიდეო, რომელსაც ტექსტი გასდევს და მობილურ ეკრანზეა მორგებული. კამპანიის ფარგლებში, ჩვენ თანამედროვე, ციფრული ენითა და ფორმატით ვუყვებით ადამიანებს XIX-XX საუკუნეების გმირებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ვიდეოები უკვე გაკეთდა დავით სარაჯიშვილის, ეკატერინე გაბაშვილისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების შესახებ. #საქართველოსთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის წახალისებისთვის შეიქმნა.”

 

 

 

 

განხილვა