საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა, როგორც მსოფლიოში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
Global Finance-მა უკვე 25-ედ, ყოველწლიურ დაჯილდოებას „Global Finance’s 2024 World’s Best Digital Bank Awards Ceremony”, ლონდონში უმასპინძლა, სადაც მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა.
საქართველოს ბანკს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო სხვადასხვა განხორციელებული პროექტებისა და მნიშვნელოვანი მიღწევების შედეგად გადაეცა. მათ შორის იყო გემიფიკაცია – თამაში, რომელშიც 500 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. ასევე, ინვესტიციები, პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი და პოპულარული, ნიუ-იორკისა და ნასდაქის ბირჟაზე ათასობით სხვადასხვა კომპანიისა და ფონდის აქციებში ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს.
ინფორმაციისთვის, Global Finance-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 ნომინაციაში დაასახელა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი – მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო გადასცა.
[პარტნიორის კონტენტი]