in

საქართველოს ბანკის sCoolApp-ში საჩუქრების კამპანიის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება

მოსწავლეების საყვარელ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია 15 სექტემბრამდე გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 1500-ამდე საჩუქრიდან ერთ-ერთი, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებენ.).

საჩუქრების კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა მოიწვიოს 3 მეგობარი და დაარეგისტრიროს. მონაწილე  უნდა იყოს სკოლის მოსწავლე ან  მისი ასაკი არ უნდა  აღემატებოდეს 18 წელს.

ინფორმაციისთვის: ვაუჩერი ერთჯერადია. მისი გამოყენება შესაძლებელია VELI.store-ზე ბავშვებისთვის შექმნილ კატეგორიაში, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა საჩუქარი დახვდებათ.  იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ვაუჩერზე ძვირია, თანხის დამატება შესაძლებელია (ვაუჩერის გამოყენება შეიძლება 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე.)

sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ. ყოველ ახალ მოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე მოსწავლეები დამატებით საჩუქარს მიიღებენ.

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

ნივთების გაცვლა უკვე შესაძლებელია – გაიცანით Bartertime.ge

IT ტრენინგაკადემია Katalysta – ახალი პარტნიორებით და Python-ის უნიკალური პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებს კარიერის საუკეთესო განვითარებას ჰპირდება