in

საქართველოს ბანკისა და 4D Monster Lobster-ის კოლაბორაცია BOG sCoolapp-ისთვის

სკოლის წლები ერთი დიდი თავგადასავალია. მეგობრებთან ერთად გატარებული დრო, ამბები, რომლებიც შემდეგ დიდხანს გვახსოვს. საყვარელი ბენდების სიმღერები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ახლა, ამ ყველაფერს სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის სპეციალურად შექმნილი ციფრული სივრცეც დაემატა. დიახ, იმ აპლიკაციაზე გიამბობთ, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ბანკმა სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის რომ გამოუშვა. BOG sCoolApp მოსწავლეებისთვის ერთ სივრცეში სხვადასხვა ტიპის აქტივობას აერთიანებს, როგორიცაა: განათლება, სოციალიზაცია თუ გეიმინგი – აქ სასურველ შეთავაზებებს იპოვნით.

აპლიკაცია მთლიანად მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. BOG sCoolAPP ერთად, ინტერნეტ სივრცეში საქართველოს ბანკის ვიდეორგოლიც გამოჩნდა. სიუჟეტი აპლიკაციის ყოველდღიურ გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას და სკოლის მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობ სიტყვას გვახსენებს. ვიდეორგოლი მუსიკალური კლიპის სახითაა წარმოდგენილი. კომპოზიციას, სახელწოდებით SAZAPPIRO ბენდი 4D Monster Lobsters ასრულებს და ბავშვების ყოველდღიურ თავგადასავალზე გვიყვება.

კამპანიის შესახებ JWT Metro-ს უფროსი ქოფირაითერი დავით კილაძე გვესაუბრა.

M: რა იყო კამპანიის მიზანი და მთავარი სათქმელი?

სკოლის პერიოდი განსაკუთრებული დროა ადამიანების ცხოვრებაში. ბევრ რამეს ვსწავლობთ, ვიზრდებით, ვიძენთ ახალ მეგობრებს, დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმას ვცდილობთ. აპლიკაცია უამრავ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს იგრძნონ თავი დამოუკიდებელ ადამიანებად, თავად აირჩიონ როგორ გაატარებენ დროს მეგობრებთან ერთად, სად გაერთობიან და რა მოგონებებს შეიქმნიან სამომავლოდ.

M: როგორი იყო კამპანიის კონცეფციაზე მუშაობის პროცესი

კამპანიაზე მუშაობისას უამრავი სკოლის მოსწავლე გამოვკითხეთ. მიმოვიხილეთ, თუ რითი ერთობიან, როგორ მეგობრობენ, რას აკეთებენ ერთად სკოლაში თუ მის გარეთ, რა მუსიკა მოსწონთ და უსმენენ. შეგროვებული ინსაითები გულწრფელ კადრებად ვაქციეთ და კონცეფციაც დაიბადა, ორიგინალურ მუსიკალურ კომპოზიციასთან ერთად.

M: რატომ შეირჩა ვიდეო რგოლის ფორმატი

ჩვენი სამიზნე აუდიტორია სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებისთვისაც გაცილებით ახლოა აუდიო-ვიზუალური ფორმატი. ისინი აქტიურად იყენებენ სთორებს, რილებს, ტიკ-ტოკებს. ჩვენი მიზანი სწორედ მათთვის საინტერესო ფორმატის მოფიქრება იყო და სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მუსიკალური ვიდეო შესაფერისია ამ მოცემულობისთვის.

 

თუკი SAZAPPIRO ფლეილისტში უკვე მოინიშნეთ, აპლიკაციის გადმოსაწერად ამ ბმულს ეწვიეთ.

 

კლიენტი: საქართველოს ბანკი

მარკეტინგის დირექტორი: ლევან გომშიაშვილი

ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი: თეონა ჭანტურია

ბრენდ მენეჯერი: მარიტა ყაველაშვილი

სააგენტო: JWT Metro

შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი

უფროსი არტ დირექტორი: ნუცა ტოგონიძე

უფროსი კოპირაიტერი: დავით კილაძე

უფროსი დიზაინერი: სანდრო ლალიაშვილი

ილუსტრატორი: მარი კახურიშვილი

სტრატეგიის ხელმძღვანელი: ლადო მალაზონია

უფროსი სტრატეგი: სანდრო ჯავახიშვილი

ჯუნიორ სტრატეგი: გიგი სარჯველაძე

ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე

პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი

კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი: ალექსი ჩიქოვანი

პროექტის ხელმძღვანელი: არჩილ ამაღლობელი

რეჟისორი: ნიკოლოზ კუკუშა მოწონელიძე

ოპერატორი: ომარ გელაშვილი

სტედიკამის ოპერატორი: დავით ოდიშარია

რეჟისორის პირველი ასისტენტი: სალი ჯუღელი

დამდგმელი მხატვარი: ელენე რუხაძე, ქეთათო ნიკოლაძე

კოსტუმების მხატვარი: ანკა გაბუნია

კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ანა ბახტაძე

გამადღები კომპანია: Metro Production

აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია

ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე

პროდიუსერი: თამარ თვარაძე

ფროდაქშენ მენეჯერი: გიორგი ნინიკაშვილი

ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე, სანდრო გოგრიჭიანი

პროდაქშენ ასისტენტი : დიტო კარტოზია

ტრანსპორტის მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე

ტექნიკური დირექტორი: გურამ მოსიკაშვილი

სეტ მენეჯერი: უჩა აბულაძე

სეტის ასისტენტი: თორნიკე დარახველიძე

გრიმი : ლუჩია დევეჯიევა

გაფერი: ლუკა ხიდეშელი

პოსტ პროდაქშენ პროდუსერიბურო

გრაფიკაანზორ ახობაძე

მუსიკა 4D Monster Lobsters – SazAppiro

ფერის კორექცია: ნიკოლოზ კუკუშა მოწონელიძე

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – გოგიტა ჩიკვაიძე

“Smile Gap” — საქველმოქმედო კამპანია, რომელიც ბავშვებს კბილების მოვლაში ეხმარება