in

„ბავშვების წარმოსახვის უნარი უსაზღვროა, ამიტომ ჩვენც ჩვენი პროდუქტებით ვცდილობთ მათ ავუწყოთ ფეხი“ — თამუნა ნოზაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

100 000-ზე მეტი მომხმარებელი, საკუთარი ფინანსების მართვისა და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობა — ეს საქართველოს ბანკის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი sCoolApp-ის მახასიათებლების მხოლოდ ნაწილია.

საქართველოს ბანკის გუნდში სჯერათ, რომ ფინანსური განათლება ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს, სწორედ ამიტომ, მიზნად დაისახეს, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე მისცენ შესაძლებლობა, დაეუფლონ საწყის ეკონომიკურ პრინციპებს და თავად განკარგონ საკუთარი ფინანსები მშობლების მეთვალყურეობით.

sCoolApp-ის შექმნის იდეის, მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კი საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის წევრი, ბრენდ მენეჯერი თამუნა ნოზაძე გაგვესაუბრა.

როგორ გაჩნდა sCoolApp-ის შექმნის იდეა?

sCoolApp-ის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელება რეალურ გეგმად 2022 წელს დავისახეთ. ვხედავდით, რომ საჭირო იყო ისეთი ციფრული სივრცის შექმნა, რომელიც ციფრული თაობის ინტერესებს მოერგებოდა. ამ სივრცეში გვინდოდა მოგვექცია ის პროდუქტები და სერვისები, რომელიც არასრულწლოვანისთვის ყოველდღიურად გამოსადეგი იქნებოდა. ამისათვის კი საუკეთესო გამოსავალი მობილბანკის ანალოგის შექმნა იყო ბავშვებისთვის.

აპლიკაციაზე მუშაობის პროცესი გამოწვევებით სავსე და საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. უნდა გაგვეთვალისწინებინა ყველა სამართლებრივი თუ რეგულატორული მოთხოვნა, რომელიც ბავშვებს და მათ მშობლებს ეხება. ამ პერიოდში, ყველა ჩართული ადამიანი, აღნიშნული წინაღობების მიუხედავად, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდით და ორიენტირებულები ვიყავით, რომ ბავშვებისთვის საუკეთესო პროდუქტი შეგვექმნა.

საბოლოოდ, 2022 წლის შემოდგომაზე ბაზარზე გაჩნდა მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პირველი საბანკო აპლიკაცია — sCoolApp-ი.

რამდენი მომხმარებელი ჰყავს დღეს აპლიკაციას?

დღეს ჩვენს აპლიკაციას 100 ათასზე მეტი მომხმარებელი ყოველთვიურად იყენებს. რაც ძალიან კარგი შედეგია. თუმცა, მიღწეული წარმატებით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენ არ ვჩერდებით და მიზნად ვისახავთ, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები მოსწავლისთვის შევქმნათ ღირებული და საინტერესო გამოცდილება, რისთვისაც მუდმივი ვაახლებთ პლატფორმას და ვცდილობთ ახალ-ახალი აუდიტორიის ათვისებას.

რომელია სკოლის მოსწავლეებში ყველაზე პოპულარული ფუნქციონალი?

მოსწავლეები sCoolApp-ში აღმოაჩენენ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მათ ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული. პირველ რიგში, აპლიკაციის სიმარტივეს გავუსვამ ხაზს და კონკრეტულად რამდენიმე ფუნქციონალს გამოვყოფ. 

  •   sCoolApp-ის მომხმარებელი ყოველდღიურად ეცნობიან ახალ-ახალ ფასდაკლებებს და ქეშბექებს შეთავაზებების სივრცეში, რაც მათ მთავარ ინტერესს წარმოადგენს. ამ ბენეფიტებს იყენებენ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად ან დამოუკიდებლად ისეთი ნივთების შესაძენად, რომელიც დიდი ხანია მოსწონთ.
  •   ბავშვებს ასევე უყვართ გოჭი ყულაბა, მისი ანიმირებული ემოციებით, რომელიც, თავის მხრივ, მოსწავლეს დაზოგვის მნიშვნელობას ადრეული ასაკიდან აცნობს.
  •   მათი კიდე ერთი საყვარელი სივრცეა „სხვა სამყარო“ — ჩვენი თამაში უნიკალური გმირებით და მისიებით.

კიდევ ბევრი რამ არის, რომელიც მოსწავლეების ყურადღებას იქცევს და აქტიურად იყენებენ მას, იქნება ეს ChatGPT, გადარიცხვების დროს GIF-ების გაგზავნის ფუნქციონალი, აპლიკაციის განახლებადი თემები, ე.წ. „სქინები“ და ა.შ. მათი პოპულარობა გასაკვირი არ არის, რადგან sCoolApp-ში ყველა ელემენტი უნიკალური და სხვებისგან გამორჩეულია. 

როგორ ჩნდება ახალი ფუნქციონალის დამატების იდეა და როგორ იქცევა ის რეალობად?

ახალი ფუნქციონალის იდეები ძირითადად ჩვენი მომხმარებლებისგან მოდის. თუმცა, ამ გადაწყვეტილებების მიღება პარალელურად მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და მიღებული შედეგების გათვალისწინებით ვქმნით მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტს.

გზა ბრეინშტორმინგიდან ინიციატივის განხორციელებამდე კი საკმაოდ კომპლექსურია და მასში სხვადასხვა გუნდია ჩართული — ტექნიკური მიმართულება აფასებს დეველოპმენტის ნაბიჯებს, მარკეტინგის მხრიდან მზადდება ყველა საჭირო მასალა, რომელიც აპლიკაციაში ინტეგრაციისთვისაა საჭირო.

ახლახან აპლიკაციაში გემიფიკაციაც დაემატა, ამაზე რომ მოგვიყვეთ — როგორ გაჩნდა თამაშის შექმნის იდეა?

გემიფიკაციის ინტეგრაცია აპლიკაციაში შექმნის დღიდანვე ჩაფიქრებული გვქონდა, თუმცა კონცეფციისა და დეველოპმენტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, sCoolApp-ის ლონჩიდან 1 წლის თავზე შევძელით „სხვა სამყაროს შექმნა. კონცეფციაზე უცხოელ, სფეროს გამოცდილ კონსულტანტებთან და ჩვენს მეგობარ კრეატიულ სააგენტო Redberry-სთან ერთად ვმუშაობდით.

საუკეთესო პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობით, რომელიც ილუსტრატორების, დიზაინერების, ქოფირაითერების… ყველაზე კრეატიული ადამიანებისგან შედგებოდა, შევქმენით „სხვა სამყაროს“ ისტორია, პერსონაჟები, მისიები, რომლის შინაარსიც კიდევ დამატებით ფუნქციას ითავსებს და თავის მხრივ ბავშვებში ფინანსური განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. პარალელურად, ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა თავდადებული მუშაობის შედეგად, ჩანაფიქრი რეალობად აქცია.

ჩვენ მიერ შექმნილ თამაშში მომხმარებლების 90%-მდე ჩაერთო და აპლიკაციის ყოველთვიურ და ყოველდღიურ გამოყენებაშიც ზრდა მივიღეთ — მისიები შემთხვევითობის პრინციპით ემატებოდა, ამიტომ მოსწავლეები ყოველდღიურად ამოწმებდნენ sCoolApp-ს.

რას ნიშნავს უშუალოდ თქვენთვის, როდესაც მუშაობთ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პროდუქტების შექმნაზე?

ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა მოსწავლეებთან მუშაობა ბავშვების წარმოსახვის უნარი და შესაძლებლობები უსაზღვროა — შესაბამისად, ჩვენც ჩვენი პროდუქტებით და პროექტებით ვცდილობთ მათ ავუწყოთ ფეხი, შევქმნათ მათთვის ბევრი ახალი შესაძლებლობა და რეალური გავლენა გვქონდეს საზოგადოებაზე.

მათთან ტრადიციული მიდგომები და ძველი სამომხმარებლო გამოცდილებები არ მუშაობს. რადგან ეს თაობა იზრდება რადიკალურად განსხვავებული პრიორიტეტებით, გავლენებითა და ტექნოლოგიით, რის გამოც მათი ქმედებამდე გადაწყვეტილების მიღების გზა არაა ძაბრისებურად ჩამოყალიბებული და სტანდარტიზებული. აქ ქმედებამდე ირთვება შთაგონება, კვლევა და სრული ინფორმაციის მოძიება, ვითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად თანხვედრაშია მომხმარებელთან ბრენდის გრძელვადიანი ხედვები და ღირებულებები, რაც როგორც წესი, ხელს უწყობს მომხმარებელთა ლოიალობის ჩამოყალიბებას.

როგორ ახდენთ შექმნილი პროდუქტისა და განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობის გაზომვას?

თითოეულ პროდუქტზე თუ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე და პროცესშიც ვმსჯელობთ იმაზე, თუ რა შედეგი უნდა მოიტანოს და რა მიზანს ემსახურება ის. ძალიან ბევრი მეტრიკაა, რომელსაც ვიყენებთ მაგ: აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, პროდუქტის გამოყენება, მომხმარებლის კმაყოფილება, ბრენდის top of mind და trust, სტრატეგიული პროექტების გავლენა საზოგადოებაზე — მაგ. ფინანსური განათლების დონე და ა.შ.

ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლებისკენ მიმართულ კიდევ რა ინიციატივებს ახორციელებთ?

საქართველოს ბანკში მოსწავლეებისთვის შექმნილი პროდუქტები თავის მხრივ თითოეულ ახალგაზრდაში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. ადრეული ასაკიდანვე უნაღდო ანგარიშსწორებას, სადებეტო ბარათს, საბანკო აპლიკაციის გამოყენებას, ყულაბას და დაგროვების პრინციპებს მოსწავლეები sCool-ის ეკოსისტემაში ხვდებიან. კომუნიკაციის მხრივაც ჩვენი მიზანია გარდა იმ პროდუქტებისა, რომელთა უშუალოდ გამოყენება უწევთ, ზოგადი კომპონენტებიც მათ ენაზე მივაწოდოთ. მაგალითად sCoolApp-ის Story-ის ფორმატში ვესაუბრებით ბიუჯეტირების მნიშვნელობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, სადეპოზიტო პროდუქტების პირობებზე და დაზოგვის სტრატეგიებზე და ა.შ.

„სხვა სამყაროს“ მისიებში პერსონაჟები ეკითხებიან ამ სივრცეში უკვე ნანახი და გაცნობილი კომპონენტების შესახებ, რის შემდეგაც „გლითერებით“ ვასაჩუქრებთ ბავშვებს. მშობლების აუდიტორიაშიც ჩვენი პროდუქტები სწორედ ფინედუს ასამაღლებელ ინსტრუმენტებად პოზიციონირდება.

თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ესმოდეთ ეკონომიკის ბაზისები და ფინანსების მართვის სტრატეგიები?

ჩვენი გრძელვადიანი ხედვით, ჩვენი მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე და ფინანსური განათლების საწყისებზე. ეს ბაზისები თავის მხრივ დაეხმარება მათ, განავითარონ ხარჯვის ჯანსაღი ჩვევები, რათა მომავალში შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და ბიუჯეტირების სწორი კულტურის ჩამოყალიბება. ვფიქრობთ, ფინანსურად გათვითცნობიერებული თაობა იქნება ეკონომიკურად სტაბილური და სწორი პრიორიტეტების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა.

მოკლედ რომ გვითხრათ, როგორია თქვენი გუნდის სამომავლო მიზნები

მიუხედავად ზაფხულისა, არ ვჩერდებით, ამ პერიოდშიც საჩუქრების და მოწვევების კამპანია გვაქვს გაშვებული sCoolApp-ში და ბავშვებს არდადეგების საინტერესოდ გატარებას ვთავაზობთ.

სექტემბრისთვის კი კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტით, პროდუქტით და ინიციატივით დავუბრუნდებით ჩვენს მოსწავლეებს და დარწმუნებული ვარ, ჩვენნაირად აღტაცებულები იქნებიან ამ სიახლეებით.

 

[პარტნიორის კონტენტი]

სტუმარმასპინძლობის ბრენდების როლი საინვესტიციო უძრავ ქონებაში

Nike-მა, კობი და ჯიჯი ბრაიანტების პატივსაცემად, სპორტული ფეხსაცმელები გამოუშვა