in

„საქართველოს ბანკი“, Segment-თან ერთად, ვებინარს გამართავს

„საქართველოს ბანკი“ ფინტეკ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს,  21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმა Segment-ისა და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ერთობლივ  ვებინარს გამართავენ.

Segment-ის წამყვანი ინჟინერი Sam Kahr ვებინარის მონაწილეებს გააცნობს, რა არის მომხმარებლის მონაცემების პლატფორმა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ბიზნესისთვის, რა არის ე.წ. Journey Orchestration და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ინსტრუმენტს?! სპიკერი ასევე გაამახვილებს ყურადღებას თემაზე, როგორ აერთიანებს  Segment მომხმარებლების შეხების წერტილებს ყველა პლატფორმასა თუ არხზე. ვებინარზე განხილული იქნება სტარტაპების მიერ Segment-ის გამოყენების  წარმატებული მაგალითები.

ვებინარი მოდერატორი „საქართველოს ბანკის“ ციფრული პროდუქტების მენეჯერი მარიამ გაგუა იქნება. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

„მონაცემთა ანალიზით დაინტერესებული ბიზნესებისთვის საკმაოდ საინტერესო, საჭირო და აუცილებელი ვებინარია. მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას- Segment-ს, დღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, 20 000-ზე მეტი ბიზნესი წარმატებით იყენებს. მის პარტნიორთა სიაში IBM, FOX, Levis ,Drift, Digital Ocean და სხვა. სტარტაპები, თუ უკვე წარმატებული ბიზნესები საკმაოდ რთულ გზას გადიან იმისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მომხმარებელთან და გაიგონ მათი საჭიროებები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვებინარის მონაწილეები მიიღებენ  კომპეტენტურ რჩევებს, როგორ გამოიყენონ ის გამოცდილება, რომელიც უკვე დააგროვეს წარმატებულმა კომპანიებმა, ამ პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რათა ჰქონდეს  წვდომა მისთვის საინტერესო  და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და თანაც ისეთი მაღალი კომპეტენციის მქონე კომპანიებისგან როგორიცაა Amazon, Segment და სხვა “, – ამბობენ „საქართველოს ბანკში“.

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

სპიკერის შესახებ 

Sam Kahr-მა კარიერა Google-ში დაიწყო, ის მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ თანამდებობებზე მუშაობდა. ამჟმად, Segment-ში, ინჟინრის პოსტს იკავებს და კომპანიებს მონაცემთა ანალიზის  მასშტაბური, ეფექტური არქიტექტურის განლაგებაში ეხმარება. თანამშრომლობს Segment-ის ისეთ დიდ პარტნიორ კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, McAfee, Procter & Gamble.

 

[R]

Google იაპონური ანიმაციების პერსონაჟებს დამატებითი რეალობის დახმარებით აცოცხლებს

რა მოწყობილობები წარადგინა Apple-მა ღონისძიებაზე Spring Loaded?