in

საქართველოს ბანკი Spotlight 2022-ის წარმდგენია!

ორწლიანი პაუზის შემდეგ, Spotlight-ის სცენა კვლავ აბრდღვიალდება! 27 ნოემბერს, 700-მდე სტუმარი მონატრებულ მარკეტინგულ დღესასწაულში გადაეშვება. თავგადასავალი, რომელმაც ძალიან მოგვანატრა თავი, მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება მასტერკლასების, ვორკშოპების, ინსპირაციული გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების სახით. „სფოთლაითის“ სცენიდან, დამსწრე აუდიტორიას, 30-მდე სპიკერი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას. Spotlight 2022-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი, რომელიც უკვე არაერთი წელია ღონისძიებას აქტიურად უჭერს მხარს. Spotlight-ისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის შესახებ საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი, სოლო წიწუაშვილი გვესაუბრა.

M: უკვე არაერთი წელია, რაც საქართველოს ბანკი სფოთლაითს აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს. ახლაც, როდესაც პანდემიური პაუზის შემდეგ, წლის მარკეტინგული დღესასწაული ბრუნდება, რა არის მთავარი მოტივაცია, რამაც სფოთლაითის მხარდაჭერა გადაგაწყვეტინათ? 

წელს სფოთლაითს ისეთი საინტერესო თემა აქვს, რომ მაგის ნაწილი აუცილებლად უნდა ვყოფილიყავით. ცდა ჩვენი ბრენდის ფილოსოფიასთან და ხედვასთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, რადგან პანდემიამდეც და პანდემიის მერეც სულ ვცდილობთ ახალი გამოცდილებებისა და შესაძლებლობების შექმნას, და ასევე სხვებსაც ვეხმარებით, რომ აკეთონ ის რაც გულით უნდათ. არ გაჩერდეც, თავის მხრივ, ხომ მუდმივ განვითარებასა და დაუღალავ მცდელობებს მოიცავს.

M: რა როლი აქვს რას ცვლის Spotlight ქართული მარკეტინგის სამყაროში? 

ჩვენი მარკეტინგული სამყარო წლიდან წლამდე აქტიურად ვითარდება და სფოთლაითი, ბევრი ახალი და საინტერესო პერსონა ჩნდება ამ სფეროში, რომელსაც უკვე ბევრი აქვს სხვისთვის გასაზიარებელი და ასევე სხვისგან მოსასმენიც. სფოთლაითი არ არის მხოლოდ ერთ-დღიანი ღონისძიება, რეალურად სფოთლაითი ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც შეგიძლია გააზიარო და გაიზიარო გამოცდილებები. თან როდესაც ამდენი საერთო საქმის მოყვარული და მკეთებელი ადამიანი იკრიბება ერთად, ეს ყველას პოტენციალის რეალიზებას უწყობს ხელს. ერთი სიტყვით, სფოთლაითი მნიშვნელოვანი ინსპირაციის წყაროა, ინსპირაციას კი ბევრი რამის შეცვლა შეუძლია სამყაროში.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

იმ ადამიანების გვერდში დგომა, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით ქვეყანასაც უკეთესობისკენ ცვლიან საქართველოს ბანკის ბრენდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს მხარდაჭერა არის მათი გამბედაობის დაფასება, ადამიანებს კი ხშირად გვჭირდება ხოლმე ეს დაფასება და აღიარება, რადგან ეს ყველაფერი დამატებით მოტივაციას გვაძლევს რომ არ გავჩერდეთ, გავაგრძელოთ რასაც ვაკეთებთ და კიდევ უამრავი ახალი რამეც ვცადოთ. 

 

 

Spotlight-ის წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

კოსმოსიდან თქვენს კოლექციამდე – “MoonSwatch” საქართველოშია!

როგორ აყალიბებენ აღმასრულებელი გუნდები კომპანიის მიზანს