სულ ცოტა დრო რჩება Spotlight Tech-მდე – ღონისძიებამდე, რომელიც ორი დღის განმავლობაში ასეულობით სტუმარს გააერთიანებს ტექნოლოგიების გარშემო. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. 2018 წელს, პირველად ჩატარდა Spotlight Tech, რომელიც ტექნოლოგიებს მიეძღვნა. ტექნოლოგიებზე სასაუბროს სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. ამჯერად, ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“. მრავალი წელია, ღონისძიების წარმდგენი და გულმხურვალე მხარდამჭერია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკისა და სფოთლაითის მეგობრობაზე გვესაუბრა ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
M: როგორც სფოთლაითის ტრადიციული წარმდგენი მრავალი წლის განმავლობაში, როგორ შეაფასებთ – რა გავლენა იქონია ღონისძიების არსებობამ სფეროს განვითარებაში?
სფოთლაითმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მარკეტინგის, ტექნოლოგიების და სხვა არაერთი დარგის განვითარებაზე საქართველოში, რადგან ადამიანებს ცოდნის გაზიარებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის ეფექტიანი პლატფორმა დაუთმო. ათი წლის განმავლობაში სფოთლაითმა ინდუსტრიის ლიდერები, ინოვატორები, ადამიანები საინტერესო ისტორიებით, ერთად შეკრიბა და აუდიტორიას საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების შესაძლებლობა მისცა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იდეების ამ გაცვლამ ხელი შეუწყო ახალი პროექტების გაჩენას, დააჩქარა ინოვაციების დანერგვა და დაეხმარა ასობით ადამიანს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში. ჩვენ, როგორც ღონისძიების მთავარი სპონსორი, ვამაყობთ, რომ სფოთლაითმა შეიძინა ტრანსფორმაციული ძალა მარკეტინგულ კომუნაში და მის მიღმა.
M: ამჯერად, სფოთლაითი ტექნოლოგიური მიმართულებით ტარდება, ხოლო მისი მთავარი თემაა „გაკვეთილები“. რა არის ის გაკვეთილები, რომელთა გაზიარებასაც ისურვებდით სფოთლაითზე?
სფოთლაითი ერთ-ერთი გამორჩეული შესაძლებლობაა იმისათვის, აუდიტორიას გავაცნოთ, თუ როგორ იყენებენ ტექნოლოგიებს სხვადასხვა ინდუსტრიაში ზრდისა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაზე ზრუნვისთვის.
წლევანდელ ტექნოლოგიურ ღონისძიებასთან დაკავშირებით კი გვაქვს მოლოდინი, რომ მოვისმენთ საინტერესო დისკუსიებს სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის თუ ფინტექ ინოვაციების შესახებ, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიურ ლანდშაფტზე და მის მომავალზე. ველით, რომ მოვისმენთ ისტორიებს გამოწვევებზეც, რომელთა გამო ტექ. პროფესიონალები კი არ გაჩერდნენ, არამედ ორიგინალური გზები იპოვეს მათ დასაძლევად.
M: ამდენწლიანი მეგობრობის შედეგად, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ბანკისთვის სფოთლაითის მხარდაჭერა?
ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან და ხელს ვუწყობთ მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში. სფოთლაითს ასეთი ბევრი ადამიანი გაუცნია ფართო საზოგადოებისთვის და ამავდროულად, სფოთლაითის იდეაც სწორედ ამ ღირებულებებთან თანხვედრაში მოდის. მოხარული ვარ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობით, არაერთი შთამაგონებელი და სამოტივაციო სიტყვა მოვისმინეთ და ეს ტრადიცია წელსაც გრძელდება.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality