in

საქართველოს ბანკი Spotlight Tech 2025-ის წარმდგენია!

25 მაისს, Radisson Blu Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართება Spotlight Tech 2025 – ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომლის წარმდგენიც საქართველოს ბანკია. წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემა – Backstage – დამსწრეებს საშუალებას მისცემს, შეიხედონ ტექნოლოგიური ინდუსტრიის სცენის მიღმა და გაიგონ, რა რეალური პროცესები უძღვის წარმატებული სტარტაპების შექმნას, როგორ მუშაობენ ახალ პროდუქტებზე და რა სტრატეგიებს იყენებენ.

ღონისძიება აერთიანებს შთამაგონებელ გამოსვლებს, ინტერაქციულ პანელურ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და სტარტაპსამყაროს წარმომადგენლები.
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, განაგრძობს ქართული ტექეკოსისტემის აქტიურ მხარდაჭერას. სწორედ ამ მისიას ეხმიანება Spotlight Tech 2025-ის ორგანიზება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის მიზანს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართ. საქართველოს ბანკისა და Spotlight Tech-ის მეგობრობაზე საქართველოს ბანკის ბიზნეს მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი აჩო ჩიჩილიძე გვესაუბრა.

M: Spotlight Tech-ის მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ბანკი ღონისძიების არაერთგზის წარმდგენია – როგორ შეაფასებთ ამ ხანგრძლივ მეგობრობას და სფოთლაით ტექის როლს, ქართული პროფესიული კულტურის განვითარებაში?

Spotlight Tech ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა ქვეყანაში და ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური ბანკისთვის, ამ კომუნასთან მჭიდრო ურთიერთკავშირი აუცილებელია. ეს ღონისძიება გამორჩეულია იმ კუთხით, რომ დროს გაუძლო და ადამიანები, რომლებსაც ტექნოლოგიები აინტერესებთ, წლიდან წლამდე ელოდებიან.

დიდი მნიშნელობა აქვს იმას, რომ ბევრი სტუდენტი, ბიზნესის თუ კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი მსმენელი დადის აქ და დღეს, უკვე ვხედავთ – ადამიანები, რომლებიც წლების წინ იღებდნენ შთაგონებას Spotlight Tech-დან, უკვე სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებენ, ქმნიან სტარტაპებს, ბევრს კი წლების შემდეგ ამ სცენაზეც ვხედავთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა, რომელიც ფასეულია საზოგადოებისთვისა და ქვეყნისთვის. Spotlight Tech კი, მუდამ აჭარბებს იმ მოლოდინებს, რაც წლიდან წლამდე გვაქვს – ყოველთვის რელევანტურია და მსმენელს ხელშესახებ ინსაითებს აძლევს.

M: როგორ უწყობს ხელს საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას?

საქართველოს ბანკი ფინანსურთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიაა. ვცდილობთ, მუდმივად ინოვაციურები ვიყოთ როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე – ბიზნესებისთვის, რისი დასტურიც ბოლო წლებში განხორციელებული უამრავი აქტივობა, კამპანია თუ შექმნილი ციფრული პროდუქტია. ამავდროულად, ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი ტექის მიმართულებით, რაც მთლიანად ხელს უწყობს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას. გარდა პროდუქტული ინიციატივებისა, ჩვენი CSR-ის მიმართულება მხარს უჭერს ახალგაზრდებში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას.

ამასთანავე, მხარს ვუჭერთ არაერთ პროექტსა თუ ღონისძიებას, რომელიც ამ ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება. გამოვარჩევდი 500 Global in Eurasia-ს, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება – ასეთი მაღალი დონის აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტატაპი Quinssly წლევანდელი Spotlight Tech-ის სცენაზეც გვეყოლება.

M: ამჯერადაც, სფოთლაითის მთავარი აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულება იქნება – როგორია მოლოდინი ღონისძიებასთან დაკავშირებით?

დღითიდღე იზრდება ტექნოლოგიური პროგრესისა და ზოგადად ამ სექტორის განვითარების მნიშვნელობა როგორც ბაზარზე, ასევე ბანკისთვისაც. ვფიქრობ, ეს ღონისძიება ტექ კომუნის შეკრების და აზრების გაცვლის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შერჩეული სპიკერები კი ამ ღონისძიების წარმატების გარანტია მგონია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ამინდს ინდუსტრიაში.

M: რას უმზადებს საქართველოს ბანკი ღონისძიების სტუმრებს?

2024 წელს, Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკი გახდა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, რაც ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურებაა. რადგან წლევანდელი Spotlight Tech-ის თემა არის Backstage – პანელური დისკუსიის ფორმატში საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი ბანკში ციფრული პროდუქტების შექმნის შესახებ გამოცდილებას გააზიარებს.


ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: Lexus, Orient Logic
ღონისძიების პარტნიორები: NextKärcher, ავერსი, Domus Nea, Admixer, Coinmania, Tbilisi Hills, Flowmaster.

მხარდამჭერები: Luteciaლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found, Smartacademy.

როდესაც ავტომობილი ბუნების ნაწილად იქცევა – „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაზაფხული

„აანთე საქართველოს დროშა“ — საქართველოს ბანკის ინიციატივა ემიგრანტებისთვის 26 მაისის აღსანიშნავად