in

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight Tech გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, განაგრძობს ტექეკოსისტემის მხარდაჭერას. სწორედ ამ მისიას ეხმიანება წლევანდელი ტექნოლოგიური ღონისძიება – Spotlight Tech 2025, რომელიც 25 მაისს Raddison Blu Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართება.

წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემა – „Backstage“ – დამსწრეებს საშუალებას მისცემს, გაიგონ, რა პროცესები უძღვის წარმატებული სტარტაპის შექმნას, როგორ მუშაობენ ინჟინრები ახალი პროდუქტებზე და სხვა.

ღონისძიება აერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ინტერაქციულ პანელურ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და სტარტაპსამყაროს წარმომადგენლები.

Spotlight Tech-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვახტანგიშვილი ბანკში ციფრული პროდუქტების შექმნის შესახებ გამოცდილებას გააზიარებს. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 500 Global in Eurasia-ს მონაწილე, Quissly. Quinssly ელკომერციის გვერდებს სთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩატს, რომელიც სტანდარტული ძიებისა და ფილტრების საჭიროებას აქრობს და მომხმარებელს მაღაზიის კატალოგიდან პერსონიფიცირებულ შეთავაზებებს აწვდის. ცნობისთვის, 500 Global in Eurasia ქვეყანაში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Spotlight Tech-ის პლატინუმ სპონსორია Visa;

ოქროს სპონსორი: Lexus;

ღონისძიების პარტნიორები არიან: Kärcher, ავერსი, Coinmania, Tbilisi Hills.

მხარდამჭერები არიან: Lutecia, ლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს.

[პარტნიორის კონტენტი]

ჭამე ისე, თითქოს არავინ გიყურებს — Toblerone

#გადაინაწილეზრუნვა – ლივინგსტონისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობიერების ამაღლების კამპანია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის შესახებ