in

აბიტურიენტი ხარ? – გაიგე, როგორ შეძლებ, მოიპოვო დაფინანსება საქართველოს ბანკის სტიპენდიით

თუ პროფესიულ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ ეს სწორედ მომავლისთვის მზადებაა; თანაც, არა მხოლოდ შენი მომავლისთვის, წარმატებული ადამიანები ხომ ქვეყნის კეთილდღეობასაც ქმნიან.

სწორედ იმისთვის, რომ მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ხარისხიანი განათლება მიიღოს, საქართველოს ბანკმა გასულ წელს სტიპენდია შექმნა.

სტიპენდია პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საკუთარი უნარ-ჩვევებისა და აკადემიური მოსწრების საფუძველზე. თუ ახლა აბიტურიენტი ხარ, ეს ამბავი განსაკუთრებით დაგაინტერესებს, ასე რომ, ქვემოთ უფრო ვრცლადაც მოგიყვებით: რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას.

სტიპენდია მომავალი ლიდერებისთვის

როგორც გითხარით, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება პარტნიორ უნივერსიტეტებშია შესაძლებელი; 15 სასწავლებლის ჩამონათვალს ქვემოთ ნახავ, მაგრამ სია მომავალში კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება სტიპენდიის პირობებს: მისი მოპოვების  შესაძლებლობა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გაქვს. ამისათვის მხოლოდ ისაა საჭირო, პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლობდე. პირველკურსელები სტიპენდიას  ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ, მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეთ. ორივე შემთხვევაში კონკრეტულ კრიტერიუმებს და ფაკულტეტებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. შერჩევის კრიტერიუმებზე დაწვრილებით ინფორმაციას სასწავლებლების ვებგვერდებზე ნახავ.

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეძლებენ, ერთი წლით სრულად ან ნაწილობრივ დაიფინანსონ სწავლა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ერთჯერადი არ არის და შენც ყოველ წელს გექნება საშუალება, საკუთარი შემართებით მოიპოვო ან შეინარჩუნო სტიპენდია.

პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU)
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

რას ამბობენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები

როგორც ვთქვით, სასტიპენდიო პროგრამა გასულ წელს დაიწყო, მაგრამ მას უკვე არაერთი გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სტიპენდიის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.

ცხადია, ამგვარმა ჯილდომ დიდი მოტივაცია მომცა, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ამ პროგრამაში ისაა, რომ სწავლის მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ასევე იმაში, რომ სწავლა ყოველთვის ფასდება“, – ამბობს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი, რაქსანა მაკარიანი.

ასევე ფიქრობენ სტიპენდიანტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან და ამატებენ, რომ სტიპენდიის მოპოვება მათ არა მხოლოდ მატერიალური კუთხით დაეხმარა, თავდაჯერებულობაც შემატა.

საქართველოს ბანკის სტიპენდია საშუალებას აძლევს სტუდენტებს,  მაქსიმალურად კონცენტრირდნენ მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროცესზე“, – ამბობს მარიამ მელქუაშვილი.

 მეტი შესაძლებლობა განათლებისთვის

საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და მხარდამჭერია ­— მათ შორისაა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები. ამ და სხვა, შენთვის საინტერესო პროექტებზე დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდზე, CSR.bog.ge-ზე მიიღებ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება გისურვოთ.

[პარტნიორის კონტენტი]

მოპარული ჭიქები Stella Artois-ის კამპანიაში

Apple FineWoven აქსესუარების წარმოებას წყვეტს