in

#არგაჩერების, მუდმივი ზრდისა და განვითარების ისტორია – საქართველოს ბანკის უმცროსი პირადი ბანკირი თამარ მიროტაძე

თქვენ ხშირად ხვდებით მათ – ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის საბანკო მომსახურებას უზრუნველყოფენ და ზრუნავენ, რომ საუკეთესო გამოცდილება მიიღოთ. თუმცა, რამდენჯერ გვიფიქრია, ვინ არიან ისინი, რა გზა გამოუვლიათ, რა სურვილები და მიზნები ჰქონიათ და საით სურთ წასვლა? საქართველოს ბანკის უმცროსი პირადი ბანკირი თამარ მიროტაძე ათი წელია საბანკო სფეროში მუშაობს. ბავშვობაში არქეოლოგიით დაინტერესებული გოგო ფინანსების სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ანალიტიკურმა აზროვნებამ და პასუხისმგებლობის გრძნობამ პროფესიული წარმატება მოუტანა. უნივერსიტეტის მეორე კურსიდან დაწყებული კარიერა, დღეს, ქონების მართვის დეპარტამენტში გრძელდება, სადაც თამარი არ ჩერდება, მუდმივად ვითარდება და ახალ პროფესიულ სიმაღლეებს იპყრობს.

„ბავშვობაში, როცა ჩემი თანატოლები მომავალ პროფესიაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, მე უკვე ვიცოდი, რომ თავგადასავლების სამყაროში მინდოდა ყოფნა. ისტორიული ჟანრის ფილმებით, აღმოჩენებითა და ადრეულ ეპოქასთან დაკავშირებული თავგადასავლებით ვიყავი გატაცებული. მჯეროდა, რომ ეს იყო ჩემი გზა, რომ მომავალს სწორედ არქეოლოგიას დავუკავშირებდი.

მოგვიანებით, როდესაც პროფესიაზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, მივხვდი, რომ ამ სფეროს შეიძლებოდა არ ჰქონოდა ის მასშტაბი და დინამიკა, რაც ჩემთვის აუცილებელი იყო. ინტერესებიც თანდათან შეიცვალა და მოულოდნელად, ფინანსების სამყაროში აღმოვაჩინე სხვა, უფრო ფართო სივრცე, სადაც ანალიტიკასა და პასუხისმგებლობას ერთდროულად ეძლეოდა მნიშვნელობა. მივხვდი, რომ ეს იყო სფერო, სადაც ჩემი ბუნებრივი მიდრეკილებები და პროფესიული ინტერესები საუკეთესოდ გადაიკვეთებოდა.

სწავლა ფინანსების ფაკულტეტზე დავიწყე ასე დაიწყო ჩემი პროფესიული მოგზაურობა. მალევე მივხვდი, რომ მჭირდებოდა რეალური პრაქტიკა, ცოცხალი გამოცდილება და იმ სამყაროში შეღწევა, რომლის შესწავლასაც ვცდილობდი.

მეორე კურსზე, სწავლის პარალელურად, მუშაობა საქართველოს ბანკში, გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე დავიწყე. გადავდგი პირველი ნაბიჯი სამყაროში, სადაც ყველაფერი ახალი, უცნობი და ამავდროულად უსაზღვროდ საინტერესო იყო. მახსოვს, როგორ ვღელავდი პირველ სამუშაო დღეს. არ ვიცოდი, რით დამეწყო, როგორ მოვრგებოდი ახალ გარემოს, თუმცა შინაგანი მოტივაცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ყველა დაბრკოლება გადავლახე. სულ რაღაც, ექვს თვეში, ახალ პოზიციაზე გადამიყვანეს. ეს იყო პირველი წინსვლა, რომელმაც გამბედაობა და თავდაჯერება შემმატა.

გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე დავაგროვე, რამაც ფინანსური სფერო სიღრმისეულად გამაცნო. მახსოვს ღამეები, როცა უნივერსიტეტისთვის ვემზადებოდი, პარალელურად კი ვმუშაობდი და მომდევნო დღის სამუშაო გეგმებს ვაწყობდი. ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი ოჯახის წევრების მხარდაჭერას. ისინი პატივს სცემდნენ ჩემს გადაწყვეტილებებს, რაც დიდ მოტივაციას მაძლევდა.

დღეს უკვე მეათე წელია, რაც საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი ვარ. ამჟამად ვმუშაობ დაგროვილი ქონების მართვის დეპარტამენტში, უმცროსი პირადი ბანკირის პოზიციაზე. ეს პოზიცია მოითხოვს მუდმივ განვითარებას და მაღალ ჩართულობას სამუშაო პროცესში. ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობ, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა.

მუშაობა ისეთ გარემოში, სადაც განსაკუთრებულად გგულშემატკივრობენ და გაძლევენ განვითარების რეალურ შესაძლებლობებს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.

ვფიქრობ, მრავალმხრივი განათლება მნიშვნელოვანია და საინტერესოა და პროფესიულ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ფინანსების შემდეგ, მაგისტრატურაზე საჯარო მმართველობის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა.

საკუთარ თავზე მუშაობას არასოდეს ვწყვეტ – მუდმივად ვკითხულობ, ვსწავლობ, და სულ ვფიქრობ, როგორ შემიძლია უფრო მეტად გავიზარდო. ახლაც მაინტერესებს ისეთ სფეროებში ცოდნის გაღრმავება, როგორიცაა ინვესტიციები ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებები, ვფიქრობ ჩემთვის დიდი პოტენციალის მატარებელია.

დღეს, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ გზა სწორად ავირჩიე. როცა იცი, რა გინდა, როცა განვითარებაზე ფიქრს არ აჩერებ, შესაძლებლობები მართლაც უსაზღვრო ხდება.“

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერები ტირანოზავრის ტყავის გაკეთებას აპირებენ — ამბიციური პროექტი

ფოტოგრაფ ელენე შენგელიას პასუხი ბექა ადამაშვილს -„ფრილანსერები და ბიზნესი”