in

არგაჩერების ამბავი და 16 წელი საქართველოს ბანკში — თეა შენგელია

ბავშვობაში თამაშებით ხშირად საოცნებო პროფესიების როლში წარმოვიდგენთ თავს, თუმცა ასე არ ყოფილა თეა შენგელიას შემთხვევაში. ეს გადაწყვეტილება „დიდობას“ მიანდო და დღეს საქართველოს ბანკის SME/RB დაფინანსებისა და აქტივების მართვის ტრანზაქციების იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებს. 

უკვე 16 წელზე მეტია, რაც BOG-ის გუნდის წევრია და ერთი წარმატების ფორმულით ხელმძღვანელობს: „ემპათია, გუნდურობა, ადამიანების მიმღებლობა და სიყვარული მთავარი მეგობარია ყველა ფრონტზე”. თუმცა სანამ აქამდე მივიდოდა, საჯარო და კერძო სექტორში მიღებული სამუშაო გამოცდილებები იყო… ამიტომ, ახლა თავად მოგიყვებათ, რა მოუტანა კარიერულ გზაზე არგაჩერებამ:

„ბავშვობაში არ მქონია საოცნებო პროფესია, „დიდობას“ დავუთმე ეს გადაწყვეტილება. თუმცა თავიდან არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, შემდგომ კი სამართლისა და ფსიქოლოგიის სწავლა გადავწყვიტე — განვითარების სურვილი ყოველთვის იყო ჩემი მთავარი მოტივატორი.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, კარიერა 2002 წელს საჯარო სამსახურით დავიწყე, იურისტის პოზიციაზე. პირველი რთული გამოცდილება სასამართლოში წარმომადგენლობისას მახსოვს, თუმცა, სირთულე პროფესიულ ნაწილზე მეტად, დავების ფორმატთან ადაპტირებას უკავშირდებოდა და, შესაბამისად, სამომავლოდ, სახელშეკრულებო მიმართულებისკენ გადავინაცვლე. 2005 წელს კი, განსხვავებული გამოცდილების მისაღებად გადავედი კერძო სტრუქტურაში, ასევე იურისტის პოზიციაზე.

საქართველოს ბანკთან ჩემი ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტით, სადაც 2017 წლამდე ვიყავი უფროსი სამართლებრივ-ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციაზე, შემდგომ იურიდიული მიმართულებით რამდენიმე პოზიცია შევიცვალე, მათ შორის ვიყავი არასაბანკო (არასაკრედიტო) მიმართულების სამართლებრივი მხარდაჭერის ჯგუფში იურისტი და შემდგომ უფროსი იურისტი, SME/RB დაფინანსების ჯგუფში უფროსი იურისტი და შემდგომ ჯგუფის უფროსი. ამჯერად ვარ SME/RB დაფინანსებისა და აქტივების მართვის ტრანზაქციების იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ, ჩემთვის მრავალფეროვნებით და გამოწვევებით არის საინტერესო. არ მაძლევს ერთფეროვნების შედეგად კომფორტის ზონაში გადასვლის საშუალებას და მუდმივად აჩენს მოტივაციას, განვვითარდე. რაც შეეხება უშუალოდ თვითგანვითარებას, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, სამუშაო პროცესში ნებისმიერ სიახლეს მივაქციო ყურადღება და ვაქციო იგი ჩემთვის განმავითარებელ გამოცდილებად.

ემპათია, გუნდურობა, ზოგადად, ადამიანების მიმღებლობა და სიყვარული მთავარი მეგობარია ყველა ფრონტზე. მომწონს და მიყვარს ჩემი სამუშაო გარემო — გამორჩეული კორპორატიული კულტურა, ღირებულებები და ამ გარემოში არსებული ადამიანები მუშაობას სასიამოვნო პროცესად აქცევს“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Adidas-მა გიგანტური პანდები სპორტულებში გამოაწყო

თუ დღეს მუშაობის ხასიათზე არ ხართ, გეტყვით, რა უნდა მოუხერხოთ ამას