in

„საქართველოს ბანკი“ The Banker-მა, საქართველოში, წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა The Banker-მა საქართველოს ბანკი „Bank of the Year Awards 2020”-ის გამარჯვებულად დაასახელა. ჯილდო ბანკს, ქვეყნის მასშტაბით, წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში მიენიჭა. მსოფლიოს წამყვანი ბანკები სტრატეგიული უპირატესობებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით შეფასდნენ.

The Banker-ის ჯილდოს მოსაპოვებლად, ყოველწლიურად, განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის განაცხადები ივსება, რაც გამოცემის მაღალ კვალიფიკაციასა და სანდოობაზე მეტყველებს. გამოცემა წლის საუკეთესო ბანკებს მსოფლიოს მასშტაბით 1926 წლიდან ასახელებს.

„წლევანდელმა წელმა, საბანკო სექტორი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საჭირო პროდუქტისა თუ  სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პროცესში ინდუსტრიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. წელს, შემფასებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბანკები პანდემიის პირობებში მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმატებულ ოპერირებას“,- აცხადებენ The Banker-ში​

„მოხარული ვართ ჯილდოს მიღებით და აღიარებით. მადლობა ამისთვის The Banker-ს. პირველ რიგში, ეს გამარჯვება თითოეული იმ თანამშრომლის დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, მომხმარებელს ხარისხიან და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს და ქმნის უკეთეს საქართველოს. მადლობა მომხმარებელს, რომ ირჩევს „საქართველოს ბანკს“ და ამით გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და 2020 წლის გამოწვევების მიუხედავად გავაგრძელოთ მათი მაღალი ხარისხის მომსახურება“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

[R]

Agora 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს

ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტი უწყვეტად გრძელდება