ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ ბიზნეს მობილბანკს საქართველოსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოს წოდება და საპატიო ჯილდო გადასცა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი რეგიონში ყველაზე ინოვაციურ და ტრანსფორმაციულ ბანკად იქნა აღიარებული და, საერთო ჯამში, ჟიურიმ ის 20 კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა. ამ გამარჯვების ფონზე, ბიზნეს მობილბანკის შესახებ უფრო ვრცლად საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის და ბიზნეს ინტერნეტბანკის ლიდი, ცირა ლოლაძე საუბრობს.
საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
„Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის საუკეთესოდ აღიარება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, ეს არის მოქნილი სტრუქტურა. მოგეხსენებათ, დღევანდელ ციფრულ საბანკო რეალობაში სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. Agile მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლისგან მყისიერად მივიღოთ უკუკავშირი და ბაზრის ცვლილებებს სწრაფად მოვერგოთ. სტრუქტურის ფარგლებში, გვყავს გუნდი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს აპლიკაციის განვითარებაზე. საქართველოს ბანკის გუნდში გაერთიანებული არიან ადამიანები, რომლებსაც მრავალფეროვანი უნარები, გამოცდილება და მომხმარებლის საჭიროებებზე სიღრმისეული წარმოდგენა აქვთ. მათი მოტივაცია და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი პლატფორმა ჩვენი მომხმარებლების მზარდ მოთხოვნებს მუდმივად აკმაყოფილებს“.
ცირა ლოლაძის თქმით, საქართველოს ბანკის გუნდი აქტიურად ცდილობს, პროდუქტის განვითარების თითოეულ ეტაპზე აქცენტი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე გაკეთდეს. ამიტომაც, ბიზნეს მობილბანკის თითოეული ფუნქცია თუ ინტერფეისი სწორედ მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით იქმნება. გარდა ამისა, გუნდი მუდმივად აკვირდება საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, რათა საქართველოს ბანკი ყოველთვის იყოს ინოვაციურობისა და ტექნოლოგიური პროგრესის წინა ხაზზე.
„საერთო ჯამში, Agile მიდგომამ, გუნდმა, საუკეთესო პრაქტიკების ანალიზმა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებამ და, რაც მთავარია, მომხმარებელზე ორიენტირებულობამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის წარმატებაში“, — აცხადებს ცირა ლოლაძე.
განვითარების გზა
„ჩვენი გზა მობილური აპლიკაციის შექმნისკენ, იყო ბუნებრივი პროგრესი და პასუხი მომხმარებლების ქცევაზე. თავდაპირველად მომხმარებლებს ვთავაზობდით მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტ ბანკის პლატფორმას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სრულფასოვნად პასუხობდა მომხმარებლების საჭიროებებს. თუმცა დროთა განმავლობაში გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციები. პირველ რიგში, საუბარი მაქვს mobile-first მიდგომაზე, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებული იყო მომხმარებლის ქცევაში ცვლილებებით. დროსთან ერთად, ჩვენი მომხმარებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო ბიზნეს ინტერნეტ ბანკის გამოყენება მობილური მოწყობილობების საშუალებით. ამ ქცევის გათვალისწინებით, ცხადი გახდა, რომ მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო მობილური საბანკო აპლიკაციის შექმნა“.
ცირა ლოლაძის თქმით, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის მთავარი განმასხვავებელი თვისება მისი მრავალფუნქციურობა და მოქნილობაა. მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად, ძალისხმევის გარეშე განახორციელონ და აკონტროლონ ტრანზაქციები, მართონ ფინანსები და შექმნან განაცხადები. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესებს ხშირად სჭირდებათ სწრაფი წვდომა სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე, საქართველოს ბანკის აპლიკაცია მათ აძლევს შესაძლებლობას, ციფრულად გაააქტიურონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტები. მაგალითად, ბიზნეს სესხის აქტივაცია და ანაბრის გახსნა ბანკში ვიზიტის გარეშე, პირდაპირ ბიზნეს მობილბანკშია შესაძლებელი.
„რა თქმა უნდა, თანამედროვე მომხმარებლებისთვის, მრავალფუნქციურ შეთავაზებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტუიციური და მოსახერხებელი მომხმარებლის გამოცდილება (UX). შესაბამისად, ჩვენი მობილური აპლიკაციის UX არ არის დაფუძნებული მხოლოდ თეორიულ პრაქტიკაზე. პროდუქტის შექმნისას ვახორციელებთ მონაცემების აქტიურ ანალიზს და ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლების მხრიდან. შედეგად, აპლიკაციის ყოველი საფეხური, ავტორიზაციიდან რთული ტრანზაქციის განხორციელებამდე, სრულად ოპტიმიზირებულია და ეყრდნობა მომხმარებლის უშუალო გამოცდილებას“.
აღიარება
„Global Finance-სგან ჯილდოს მიღებას უდიდესი დატვირთვა აქვს საქართველოს ბანკისთვის. ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა ფინანსურ სფეროში. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Global Finance ყოველწლიურად იღებს განაცხადებს რეგიონის წამყვანი ბანკებისგან. ისინი დეტალურად არჩევენ თითოეულ განაცხადს და ადარებენ ბანკების შეთავაზებებს. ასეთ კონტექსტში აღიარების მოპოვება მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ძალისხმევა შეესაბამება ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს.
მუდმივად ცვალებად ფინანსურ სამყაროში ეს აღიარება წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ჩვენი აქცენტები და არჩეული გეზი სწორია. ეს ჯილდო ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი გუნდისთვის, რომელსაც უამრავი ღამე აქვს გათენებული იმისთვის, რომ ბიზნეს მობილბანკი მაქსიმალურად ერგებოდეს მომხმარებლის საჭიროებებს. შესაბამისად, მსგავსი აღიარება დადებითად აისახება ჩვენს მოტივაციაზე და შემდგომი განვითარების სურვილზე.
Global Finance-ის ჯილდო ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა და გვიბიძგებს თითოეულ ჩვენგანს, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით განვაგრძოთ მომხმარებლებისთვის ღირებული მომსახურების შეთავაზება“.
ცირა ლოლაძის თქმით, ბიზნეს მობილბანკი, ისევე როგორც საქართველოს ბანკის სხვა ნებისმიერი პროდუქტი, მუდმივი განვითარების პროცესშია, შესაბამისად, ის ყოველწლიურად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი ხდება. პროგრესი არ ჩერდება და ეს საქართველოს ბანკში კარგად ესმით.
ორიოდე სიტყვით, თავად Global Finance-საც რომ შევეხოთ, ის 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Global Finance ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებს გამოარჩევს და მათ საპატიო ჯილდოს გადასცემს, რაც ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად ითვლება. საქართველოს ბანკი კი უკვე დიდი ხანია, რაც Global Finance-ის უმაღლეს სტანდარტებს ზედმიწევნით აკმაყოფილებს.
[პარტნიორის კონტენტი]