in

„საქართველოს ბანკმა“ თსუ-სთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა

„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. უკვე განხორციელებულ და მხარდაჭერილ პროექტებთან ერთად, ბანკმა, ახალ ინიციატივაზეც განაცხადა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ უნივერსიტეტისთვის Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა. ეს თსუ-ს შესაძლებლობას მისცემს, აბსოლუტურად ყველა ლექცია თუ სემინარი, „ზუმში“, შეუფერხებლად ჩაატაროს. სტუდენტებს კი განათლების ონლაინ რეჟიმში მიღების საშუალება ექნებათ.

„აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკი“ აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი რეალობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი განათლებას და მის ციფრულ ტრანსფორმაციას. ამ მიზნით, გვსურს, წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ თსუ-ში ჩვეული აქტიური სასწავლო პროცესი არ გაჩერდეს. გვინდა, სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ლექციებს დისტანციურად დაესწრონ და მიიღონ ისეთივე მაღალი ხარისხის განათლება, როგორც ამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია სთავაზობს მათ“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

[R]

შეიძლება, საქმიანობის აღდგენის ნებართვა ელექტრონულად მიიღოთ – პლატფორმის კონცეპტი

“მეორე ფონტია, რაც კარანტინის ჟამიანობისას შევქმენით” – ლაშა გიორგაძისა და მარიამ მერაბიშვილის “ციყვი”