14
Aug
2019

“დასავლური განათლება და სწავლის დაფინანსება” – როგორია “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის” პროგრამა MBA ფინანსებში

14 Aug 2019

საქართველოს განათლების ინდუსტრია ათობით უნივერსიტეტსა და პროფესიული სასწავლებელს მოითვლის. ამის მიუხედავად, ერთ-ერთ მწვავე საკითხად, რისკენაც საზოგადოების ყურადღებაა მიპყრობილი, კვლავაც განათლების პრობლემაა. ამ სფეროს მთავარ გამოწვევად ხშირად ასახელებენ სასწავლო პროცესებში პრაქტიკის ნაკლებობასა და შრომით ბაზართან შეუსაბამობას, რაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაბრკოლებას უქმნის სამსახურის ძიებისას. მაგალითად, “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში” სასწავლო პროგრამის წარმატებას კურსდამთავრებულების შედეგებით აფასებენ:

„დღეს ჩვენი სტუდენტების 92%, კურსდამთავრებულების კი 98% დასაქმებულია. მათ უმეტესობას მენეჯერული პოზიცია უკავია ისეთ სექტორებში როგორიცაა მაგალითად საფინანსო ინსტიტუტები, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, განათლება. საქართველოს ბანკის კურსდამთავრებულების დაახლოებით 90% დადებითად აფასებს უნივერსიტეტის როლს დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.  ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი სტუდენტების დასაქმებისა და მათი პროფესიული განვითარების პროცესში,“ – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი, აკაკი ხელაძე.

ამ დროისთვის, უნივერსიტეტი მიღებას აცხადებს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე ფინანსებში (MBA IN Finance). უნივერსიტეტი, წელს, 50 მაგისტრანტს მიიღებს. პროგრამის ავტორების თქმით, უნივერსიტეტი, ამ ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის საშუალებით, სტუდენტებს დასავლური განათლების მიღების და სწავლის სრულად დაფინანსების, ასევე, კარიერული ხელშეწყობის საშუალებას აძლევს. უნივერსიტეტში თვლიან, რომ თეორიისა და პრაქტიკის ბალანსი, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალის დახმარებით, სტუდენტებისთვის სათანადო შესაძლებლობებს ქმნის:

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხარისხიანი განათლებაა. პროგრამა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ევროპული სტანდარტის და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულია. ჩვენთვის უმთავრესია, რომ სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, აქცენტს, ისეთ ლექტორებსა და პროფესორებზე ვაკეთებთ, რომლებსაც როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა და გამოცდილება თანაბრად აქვთ დაგროვილი. ასე მაგალითად, პროექტების მართვას სტუდენტებს ილია რევია ასწავლის, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალში უკავია უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიცია; ბუღალტრულ აღრიცხვას კომპანია M2-ის ფინანსური დირექტორი, გიორგი ნატროშვილი ასწავლის, სასწავლო  პროცესში ჩართულები არიან ასევე მაგთიკომის ფინანსური დირექტორის მოადგილე – გიორგი გაგნიძე, საქართველოს ბანკის ფინანსური პროექტების მენეჯერი – ვატო ბაბუნაშვილი, „Thales Investments” – ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ვასილ რევიშვილი და ბევრი სხვა პრაქტიკოსი ლექტორი. ასე რომ  ჩვენი გუნდი გამორჩეულად ძლიერია,“ – გვიყვება აკაკი ხელაძე.

ქართულ განათლების სექტორში აქტუალურია სწავლის გადასახადიც, რაც საზოგადოების ნაწილს, მიღებულ ცოდნასთან შეფარდებით, ძვირად მიაჩნია. “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში” სტუდენტების დაფინანსებისა და სწავლის საფასურის გადახდის ასეთი პრინციპია: რეიტინგის მიხედვით, 10 საუკეთესო სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და ისწავლის უფასოდ, შემდეგი 20 საუკეთესო სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადაუნაწილდება 4 წელზე.

პროგრამაზე ჩასარიცხად დაინტერესებულმა პირებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები. შიდა გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს და გაგრძელდება 2019 წლის 1 სექტემბრის 18:00 საათამდე. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: ls.bog.edu.ge/entrant/

 

[R]

განხილვა