24
Oct
2019

ვახო ვახტანგიშვილი BOG-ის გუნდს შეუერთდა

24 Oct 2019

„საქართველოს ბანკის“ ინოვაციების და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის სტარტაპების მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს თანამდებობა ვახო ვახტანგიშვილმა დაიკავა. ის BOG-ის გუნდს ციფრული კრეატიული სააგენტო LEAVINGSTONE-იდან შეუერთდა, სადაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ვახო ვახტანგიშვილს, ციფრული ინდუსტრიისა და ინოვაციების მიმართულებით, 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ვახო ვახტანგიშივილმა, LEAVINGSTONE-ის გუნდთან ერთად, სარეკლამო ინდუსტრიის „ოსკარის“ – კანის ლომის საქართველოში ჩამოტანა ორჯერ შეძლო. განათლება მიღებული აქვს ESM -ში, ამიერიდან კი „საქართველოს ბანკში“ სტარტაპების განვითარებაზე იზრუნებს.

„მოხარული ვარ, რომ ბანკს აქვს შესაძლებლობა, მოიზიდოს მაღალკვალიფიციური კადრი, მიმაჩნია, რომ ვახოს მოაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება. მისი ხედვა და ინოვაციურობა დიდ წვლილს შეიტანს უკვე არსებული და ასევე ახალი პროდუქტების კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და სამომავლო განვითარებაში. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ”,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ინოვაციების და სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრო რატიანმა.

განხილვა