in

„საქართველოს ბანკი“, ფერმერების მხარდასაჭერად, Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან ერთად კამპანიას იწყებს. მათი მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და მათთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ასევე – მომხმარებლისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობის მიცემა.

BOG
BOG

პირველ ქართულ „ონლაინ“ მაღაზია soplidan.ge-ზე 250 დასახელების მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტია განთავსებული, რაც ფერმერებს გასაღების ახალი ბაზრის მოპოვების მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.

კამპანიის ფარგლებში, ის, ვინც, დღეიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, „საქართველოს ბანკის“ ვიზა ბარათით განახორციელებს გადახდებს, შენაძენზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს. SOLO ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ასევე, კამპანიის პერიოდში, „საქართველოს ბანკის“ ვიზა ბარათით განხორციელებულ შენაძენზე მომხმარებელს გაორმაგებული PLUS ქულები დაერიცხება.

„საქართველოს ბანკის“, Visa-ს, soplidan.ge-ს და ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფერმერთა მხარდაჭერაში, რომ მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია მოახდინონ. ასევე,  soplidan.ge-სთან თანამშრომლობით, უზრუნველყონ მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.

ამ მიზნის მისაღწევად ფერმერების საჭიროებისა და გამოწვევების კვლევა ჩატარდება. ფერმერთა ასოციაცია მიწოდების ჯაჭვის გამართვისთვის უზრუნველყოფს ფერმერთა აღწერას, რაც გულისხმობს მათი პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებას.

„ჩვენთვის, „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ფერმერების მხარდაჭერა, მათი ხელშეწყობა და წახალისება. პარტნიორებთან ერთად, ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებით გვსურს, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია აწარმოონ და ჰქონდეთ გარანტირებული გასაღების ბაზარი მისი რეალიზაციისთვის. ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა, რაც გამოიხატება „საქართველოს ბანკის“ მომხარებლებისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთებაში, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს მათ ხელს რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხი და შესაბამისად, აამაღლონ კონკურენტუნარიანობა“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

„ჩვენ, VISA-ში ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე და მიკრო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ. Visa Foundation-მა, ახლახანს გამოაცხადა გლობალური, 200 მილიონ დოლარიანი პროგრამა, რომლის მიზანიც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მცირე და მიკრო ბიზნესის აღდგენა და მხარდაჭერაა. გარდა Visa Foundation-ის ძალისხმევისა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ რიგ ინიციატივებს, რომლებსაც ვახორციელებთ ადგილობრივ პარტნიორ ბანკებთან და მერჩანტებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, Soplidan.ge-ის, „საქართველოს ბანკისა“ და ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი კამპანია. ამ ინიციატივით, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მწარმოებლებს, რომ შეძლონ თავიანთი პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება, რითიც თავის მხრივ ხელს ვუწყობთ უნაღდო გადახდების განვითარებას ქვეყანაში”, – განაცხადა კრისტინა დოროშმა, „ვიზას“ რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

 

[R]

Twitter-ის რასიზმზე მოპასუხე ბოტი, „ჩინური ვირუსის“ სახელით გამოწვეული მავნებლობის დასაძლევად

ზუკა გაფრინდაშვილი Area.ge-ს სტრატეგიული პროექტების მენეჯერი გახდა