9
Oct
2019

საქართველოში მამაკაცის იტალიური ბრენდი BOGGI Milano შემოდის

9 Oct 2019

საქართველოში იტალიური სამოსისა და აქსესუარების ბრენდი BOGGI Milano შემოდის. კომპანიაში ამბობენ, რომ კოლექციები ნებისმიერი თაობის, იმ კოსმოპოლიტი, საქმიანი მამაკაცებისთვისაა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად, კომფორტისა და სტილის შენარჩუნება.

„თითქმის, საუკუნოვანი ისტორიის მქონე BOGGI Milano (ბოჯი მილანო) 1939 წელს შეიქმნა და მამაკაცის სამოსის მწარმოებელ მსოფლიო ბრენდებს შორის მალევე დაიმკვიდრა წამყვანი ადგილი გამორჩეული იტალიური სტილისა და ელეგანტურობის უნიკალური შერწყმით. სეზონური კოლექციების დიდი ნაწილი ეთმობა Smart Casual და Easy Formal სტილს, რომლის შთაგონების წყაროც დახვეწილი, გემოვნებიანი მილანელი მამაკაცია. სწორედ ამიტომ არის დასახელებაში აქცენტი სიტყვაზე “Milano”. ბრენდის კოლექციებში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია მამაკაცის სამოსს ყველაზე ოფიციალური მოვლენებისთვისაც, სადაც ბრენდი Tailor-Made კულტურას ინარჩუნებს. იყენებს დიდ არტისანულ გამოცდილებას და უმაღლესი ხარისხის Loro Piana-ს ქსოვილებს, რაც შეუდარებელი ხარისხის უცვლელი ნიშანია. BOGGI Milano-ს გრანდიოზული, ოფიციალური გახსნა ნოემბერშია დაგეგმილი“.

BOGGI Milano ტანსაცმლის გარდა, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მრავალფეროვნებას შესთავაზებს ქართველ მამაკაცებს. მნიშნველოვანია, რომ პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა ექსკლუზიურად დამზადებულია იტალიაში.

„BOGGI Milano წარმოდგენილია 37 ქვეყანაში 190-ზე მეტი მაღაზიით. ძალიან მოხარული ვართ, რომ შემდეგი ქვეყანა საქართველოა, სადაც ჩვენი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. ბრენდიმ გლობალურად, ყოველდღე იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ იტალიური სტილის ფილოსოფიის გავრცელება მთელ მსოფლიოში. ამ მიზნის მისაღწევად 2016 წელს დავაარსეთ BOGGI Milano Academy, სადაც უკვე საქართველოს წარმომადგენლებიც გაივლიან ყოველწლიურ სწავლებას. ბრენდის მასშტაბების საერთაშორისო გაფართოების მიუხედავად, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ადგილობრივი ბაზრის ინდივიდუალურობაზე. ქართველი მომხმარებელი კი ვიცით, რომ განსაკუთრებულია და ის დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა” – ამბობს ლორენცო მანცონი, ბრენდის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით.

მისივე თქმით, სასიხარულოა ფაქტი, რომ თბილისში, მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“ (ქავთარაძის #1) იხსნება და „ბოჯი მილანოს“ პირველი ოფიციალური შოურუმი საქართველოში სწორედ ამ ცენტრის მეორე სართულზე, ე.წ Luxury Corner-ში დაიკავებს ადგილს.

ბრენდის ფრანჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია „პრობუს კაპიტალი“ და შპს „აიჯი ინვესტი”. აღსანიშნავია, რომ „პრობუს კაპიტალი”, ასევე, ფლობს და მართავს Calvin Klein-ის ბრენდს საქართველოში.

[R]

განხილვა