in

საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას — bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი, მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ, საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმის — bogpay.ge-ს მეშვეობით, სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის ანგარიშზე მომენტალურად ასახვა უკვე შესაძლებელია. თანხის გამოყენებას მომხმარებელი  ჩარიცხვისთანავე შეძლებს.

„მოხარულები ვართ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგოთ, რაც გულისხმობს bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის მომენტალურად ასახვის შესაძლებლობას. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, პლატფორმას კიდევ არაერთი სიახლე დავამატოთ“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

bogpay.ge წარმოადგენს საქართველოს ბანკის ციფრულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება, თანაც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ციფრული  პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი დაემატება აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე.

[პარტნიორის კონტენტი]

Viber-ის 8 ფუნქცია, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

როგორ შევქმნათ დიზაინის პროტოტიპი?