in

#Bank of Georgia Update: რას ამარტივებს ბიზნესისთვის გადახდების მართვის პლატფორმა?

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მნიშვნელოვნად იცვლება ბიზნესპროცესებისთვის საჭირო ინსტრუმენტები: ნაღდი ფულიდან ბარათამდე, ბარათიდან – ტერმინალამდე, უკონტაქტო გადახდამდე, მობილბანკამდე… ციფრული სამყაროს განვითარებამ ბიზნესის ყოველდღიურობაში კიდევ ახალი საჭიროებები გამოავლინა. დღეს, ბიზნესისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საოპერაციო პროცესების მოქნილობა, გადარიცხვების სისწრაფე, ანალიტიკურ მონაცემებზე წვდომა და ყველა საჭირო ინფორმაციის ერთ სივრცეში მოქცევა. სწორედ ამისთვის, საქართველოს ბანკმა, გადახდების მართვის პლატფორმა შეიმუშავა. რას მოიცავს პლატფორმა და რა სერვისებია ხელმისაწვდომი, საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ბაია ჭალელიშვილმა გვიამბო.

M: რას გულისხმობს გადახდების მართვის პლატფორმა და რა გამოარჩევს მას?

გადახდების მართვის პლატფორმა ახალი პროდუქტია, რომელიც ბიზნესებისთვის გადახდების მართვის გასამარტივებლად შეიქმნა. როგორც იცით, გადახდების მიღება ბიზნესის დასაწყებად პირველადი საჭიროებაა. მნიშვნელოვანი იყო გადახდების მიმღებად დარეგისტრირების პროცესები გაგვემარტივებინა და სრულად გაგვეციფრულებინა. ახალ-ახალი სერვისები კი, მეტად მარტივად დამატებადი გაგვეხადა. ბიზნესს გადახდების ოპერაციების ონლაინში თვალყურის დევნება სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში კი, გარკვეული ქმედებების დამოუკიდებლად განხორციელება. სწორად ეს არის ის, ადგილი სადაც ბიზნესები ამ საჭიროებებს დაიკმაყოფილებენ და აღარ მოუწევთ ბანკის თანამშრომლებთან საკითხების გავლა/გადამოწმება.

M: ბიზნესსექტორის რა საჭიროებებმა განაპირობა მისი შექმნა?

გადახდის მეთოდების და ციფრული გაყიდვების ზრდამ განაპირობა ბიზნესის საჭიროება – ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი გაყიდვებს, ფიზიკურ მაღაზიებში თუ ვებგვერდიდან, დააკვირდეს, რომელი გადახდის მეთოდია კომფორტული მომხმარებლებისთვის, რა სერვისები უქმნის კომფორტს და ხდის ლოიალურს მათ მიმართ.

მეორე მხრივ, ბიზნესს უგროვდება საინტერესო სტატისტიკა, რომელიც ანალიტიკურ რეპორტებში გადაითარგმნება. მათ შეუძლიათ თვალი ადევნონ საინტერესო ანალიტიკას – რომელი მომხმარებლები არიან აქტიურები, რომელი მომხმარებლები გაპასიურდნენ, როგორია მათი ასაკი, როგორ რეაგირებენ ამა თუ იმ კამპანიაზე… ეს ყველაფერი კი ბიზნესს გაყიდვების გაზრდის საშუალებას მისცემს.

M: რა სერვისების მიღება შეუძლიათ ბიზნესის მფლობელებს, პლატფორმის საშუალებით?

ყველა გადახდის სერვისი ერთ სივრცეშია მოქცეული. რეგისტრაცია მარტივი „დეშბორდიდან“ არის შესაძლებელი, ბანკში მისვლის ნაცვლად. გადახდის მეთოდების გააქტიურება დამოუკიდებლად შეგიძლიათ, მაგალითად: სამადლობელი, რეკურენტული გადახდები, პრეავტორიზაცია და ა.შ. კომფორტული „დეშბორდიდან“ ონლაინ გაყიდვებს ადევნებთ თვალს. ანალიტიკური რეპორტებით საშუალება გაქვთ განსაზღვროთ თქვენთვის საინტერესო სეგმენტი და დაგეგმოთ კამპანიები. კამპანიის შედეგებს კი, ამავე „დეშბორდიდან“ ნახავთ. ბიზნესებს შეეძლებათ საკუთარ საიტზე დეველოპერების ჩართულობის გარეშე დააინტერგირონ გადახდები, რაც დროის და ფინანსურ რესურსებს დაუზოგავთ.

M: როგორ შეცვლის გადახდების მართვის პლატფორმა ბიზნეს სექტორისთვის საბანკო გამოცდილებას?

ბიზნესებისთვის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობა გამარტივდება. მათი თანამშრომლები – ბიზნესის მართვაში ჩართული ადამიანები წვდომას მიიღებენ მათთვის განკუთვნილ ოპერაციებზე, იმოქმედებენ დამოუკიდებლად და აღარ დასჭირდებათ ბანკის ქოლ-ცენტრში დარეკვა, გარკვეული ოპერაციების გადასამოწმებლად, თანხის უკან დასაბრუნებლად და ა.შ. გადახდების მართვის ეს პლატფორმა ბიზნესებს ყოველდღიურობას გაუადვილებთ და დროს დაუზოგავთ.

 

[R]

მეცნიერებმა წყალმცენარეები კომპიუტერის დასამუხტად გამოიყენეს

Mazi-ს ციფრული დღიური თქვენს აზრებს ჩაიწერს