in

Bank of Georgia update: რა უპირატესობები აქვს ახალ სერვისს „ნაწილ-ნაწილ“?

არის სიტუაციები, როცა რაღაცის ყიდვა ძალიან გვინდა, მაგრამ მოცემულ მომენტში ფინანსური მდგომარეობა არ გვიწყობს ხელს — თვიური შემოსავალი სხვა რამეებზე გვაქვს გათვლილი… ამ დროს ვიწყებთ ფიქრს: „მოდი, მეგობარს ვესესხები და ვიყიდი“, „განვადებას გავაკეთებ დაბალ პროცენტში“ და ასე დაუსრულებლად. სწორედ ამ არასასიამოვნო მდგომარეობისგან თავის დასაღწევად, საქართველოს ბანკი ახალ, ინოვაციურ სერვისს გვთავაზობს, სახელწოდებით „ნაწილ-ნაწილ“. 

რას გულისხმობს აღნიშნული სერვისი და რა უპირატესობები აქვს მას, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა, თამარ ბეღელურმა გვიამბო.

M: თამარ, რას გულისხმობს სერვისი ნაწილ-ნაწილ და რა არის მასში განსაკუთრებული?

ნაწილ-ნაწილ, ეს არის სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერი ნივთი შეიძინოთ დღეს და გადახდა შემდეგი თვიდან დაიწყოთ — თანაც, მთელ თანხას სამ ნაწილად ყოფთ და, შესაბამისად, ნივთის მთელ საფასურს სამი თვის ვადაში იხდით. ალბათ, მომხმარებლისთვის ეს ყიდვის საუკეთესო გამოცდილებაა, რადგან მისი თანხა საწყის ეტაპზე არ იხარჯება და პროდუქტის ღირებულება ერთი თეთრითაც კი არ ძვირდება. ნაწილ-ნაწილ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დაბალი ღირებულების პროდუქტიც კი (45 ლარიდან) ნაწილ-ნაწილ შეიძინოს.

M: როგორ გაჩნდა აღნიშნული სერვისის შექმნის იდეა? რა ღირებულების მომტანია ეს უშუალოდ საქართველოს ბანკისთვის?

იდეის წარმოქმნა, გარკვეულწილად, იმან განაპირობა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გადახდების ბიზნესის საინტერესოდ განვითარება გახდა შესაძლებელი.

მივხვდით, რომ ახლებური გადახდის მეთოდი კომფორტული და სასურველია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის. მაგალითად, ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ნაწილ-ნაწილის ინტეგრირებით იზრდება საშუალო ჩეკი და მომხმარებლის რაოდენობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი განვითარებისა და, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი სიახლეებით მომხმარებელს, ბიზნესს და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი

M: რა პრინციპით ხდება სერვისით სარგებლობა, როგორც მომხმარებლების, ისე თქვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან?

გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ მაღაზიებში, QR- ის დასკანერების მეშვეობით.

ბიზნესების შემთხვევაში კი, პარტნიორ ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მაღაზიებს სისტემაში უჩანთ სპეციალური დეშბორდები, სადაც შეუძლიათ, ანალიტიკურ ინფორმაციას დააკვირდნენ — რამდენი და როდის გაყიდეს. შესაბამისად, ეს არა მხოლოდ გადახდის ახალი მეთოდია, არამედ ტექნოლოგიურად იდეალურად მოწყობილ პროცესს წარმოადგენს. მთლიანობაში ეს ყველაფერი დაკვირვებაზე ორიენტირებული განვითარების საშუალებას იძლევა, რაც აუცილებელია წარმატებული ბიზნესისთვის.

M: თუ არსებობს რაიმე ლიმიტი, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ მომხმარებლებს? და რა ხდება, თუ ლიმიტს სცდება ნივთის ღირებულება?

თითოეულ მომხმარებელს თავისი, ინდივიდუალური ლიმიტი ექნება, რისი რანჟირებაც მისი საბანკო ისტორიის ხარჯზე ხდება. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პროდუქტის ღირებულება არსებულ ლიმიტს აღემატება — მაგალითად, 15 000-ლარიან ნივთს ყიდულობთ, ლიმიტი კი 12 000 გაქვთ, შეგიძლიათ, 3 000 მომენტალურად გადაიხადოთ, დანარჩენი თანხა კი 3 თვეზე გადაანაწილოთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „ნაწილ-ნაწილ“ ყოველმხრივ მოქნილი და ჩვენს რეალობას მორგებული სერვისია. ისედაც ხომ ასე ვართ ხოლმე? „ნაწილს ქეშით გადავიხდი, ნაწილს — ბარათით“; „ნაწილს მომენტალურად გადავიხდი, ნაწილს — განვადებით“. აი, ამ ყოველდღიური მომენტებიდან მივედით ახალ, ინოვაციურ სერვისამდე.

საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა – bolozari.bog.ge შექმნა

„ჩიკატაი“: ასე გავიზარდეთ და მივიღეთ ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს