in

#Bank of Georgia Update: ბიზნესები შეძლებენ ხმა მიაწვდინონ ყველაზე რელევანტურ, მათთვის საინტერესო მომხმარებლებს

საქართველოს ბანკმა, ახალ პროექტებთან დაკავშირებით, სულ ცოტა ხნის წინ, სპეციალური ონლაინ ღონისძიება Bank of Georgia UPDATE – ტექნოლოგიების დღე გამართა. ღონისძიებაზე, სხვადასხვა ახალ პლატფორმასთან, პროდუქტთან და სერვისთან დაკავშირებით ისაუბრეს. ამჯერად, შეთავაზებების მართვის პლატფორმაზე – Bank of Georgia Ads Manager გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ბიზნესის მფლობელებს დეტალური ანალიტიკის, აუდიტორიის შერჩევისა და მართვის, კამპანიის დაგეგმვისა და შედეგების განხილვის საშუალებას აძლევს. შეთავაზებების მართვაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი გვესაუბრა.

M: რას გულისხმობს შეთავაზებების მართვა?

საქართველოს ბანკის Ads Manager არის ახალი შესაძლებლობა ბიზნესებისთვის, რომელიც ერთი მხრივ, ბიზნესებს ეფექტური კომუნიკაციის წარმოებასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარება, მეორე მხრივ, მომხმარებლები საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ღირებულ და საინტერესო შეთავაზებებს მიიღებენ.

ბიზნესები, საქართველოს ბანკთან ერთად, საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით, შეძლებენ ხმა მიაწვდინონ ყველაზე რელევანტურ, მათთვის საინტერესო და ღირებულ მომხმარებლებს, საქართველოს ბანკის ციფრულ და სხვა საკომუნიკაციო არხებში, შეთავაზებების სახით.

M: როგორია პლატფორმის მუშაობის მექანიზმი?

Google Ads Manager-ის თუ Facebook Business Manager-ის მსგავსად, ბიზნესი შეძლებს სრულად ციფრულად დაგეგმოს სასურველი კამპანია – მიზანი იქნება გაყიდვების ზრდა, მომხმარებლების რეაქტივაცია, ახალი სეგმენტის მოზიდვა თუ ლოიალობის ზრდა. პლატფორმა კი, მიზნის მისაღწევად ყველაზე რელევანტურ აუდიტორიას თავად შესთავაზებს. ან, უბრალოდ, საკუთარი შეხედულებისამებრ, მომხმარებლის სხვადასხვა მახასიათებლით, ბიზნესი შეძლებს სასურველი მიზნობრივი აუდიტორია თავად შექმნას და მათ მოზიდვას შეეცადოს.

იმისათვის, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ზრდა უზრუნველყოს, ცოცხალ რეჟიმში შეეძლება აქტიური კამპანიის მონიტორინგი და მართვა. კამპანიის დასრულების შემდგომ კი – დეტალური ანალიზი.

კამპანიების მართვასთან ერთად, ბიზნესისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება საკუთარი მომხმარებლების ანალიტიკა. ნახავენ, როგორია მომხმარებლების განაწილება სხვადასხვა მახასიათებლით: ასაკი, სქესი, ლოკაციური, ინტერესების მიხედვით. ახალია მომხმარებელი თუ ლოიალური და ა.შ. ეს კი ბიზნესებს დაეხმარება იცოდეს, თუ ვინ არის და როგორია მისი საუკეთესო მომხმარებელი, რომელიც ბედნიერია მისი პროდუქტით თუ სერვისით, რაც კიდევ უფრო დაეხმარება უფრო მიზნობრივი კომუნიკაციის წარმოებაში და შესაბამისად, საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

M: ვის შეუძლია ამ სერვისებით სარგებლობა?

საქართველოს ბანკის Ads Manager ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი api.bog.ge-ის პლატფორმაზე. საქართველოს ბანკის ყველა ბიზნეს კლიენტს შეეძლება მისი გამოყენება.

მეორე მხრივ კი, აქ შექმნილი შეთავაზებები, ფასდაკლებები, ქეშბექები, ლოიალობის ქულების დაგროვება, საჩუქრები და სხვა, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის მობილბანკში, ინტერნეტ ბანკსა და offers.bog.ge-ის პლატფორმებზე.

M: რა განსხვავებას ქმნის, აქამდე არსებულ სერვისებთან შედარებით?

თუ შევადარებთ ყველაზე გავრცელებულ პლატფორმებს Google Ads Manager-ს ან Facebook Business Manager-ს, პროცესის და სიმარტივის კუთხით ანალოგიური იქნება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ Privacy Policy-ის თვალსაზრისით, მათთან საკმაოდ მკაცრდება მიდგომები, თანდათან მცირდება მიზნობრივი კომუნიკაციის შესაძლებლობები.

დღეს, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს ყოველთვიურად მოიხმარს მილიონამდე ადამიანი. შესაბამისად, საკმაოდ დიდია მასშტაბი ბიზნესებისთვის, რომ მიზნობრივად შეძლონ შეთავაზება მათთვის რელევანტურ მომხმარებლებთან, ისე, რომ მომხმარებლის უფლებები და პირადი მონაცემებიც დაცული იყოს. მაგალითად, ბიზნესმა 20-დან 25 წლამდე ბურგერების მოყვარულ დასაქმებულ ახალგაზრდებს თბილისში შესთავაზოს ფასდაკლება ან ქეშბექი, საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას.

M: როგორ შეცვლის „შეთავაზებების მართვა“ მომხმარებლების გამოცდილებას?

დღეს, მობილბანკში შეთავაზებების სივრცე უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლებისთვის და საქართველოს ბანკის Ads Manager-ის გაშვებასთან ერთად, კიდევ უფრო დაიხვეწება.

ხშირად, ჩვენს მომხმარებლებს ავიწყდებათ, რომ აქვთ სხვადასხვა სახის ბენეფიტი და შეთავაზება, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან. ესენია: ფასდაკლებები, ქეშბექები, ლოიალობის ქულების დაგროვება, საჩუქრები და სხვა. ეს სივრცე მათ დაეხმარება, რომ მუდმივად მიიღონ ინფორმაცია და სიახლეები სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებზე და გაიზიარონ მეტი ღირებულება, მხოლოდ იმიტომ, რომ იყენებენ საქართველოს ბანკის სერვისებს.

ბიზნესებისთვის კი Bank of Georgia Ads Manager იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა იმისათვის რომ გაიგონ ვინ არის მათი მომხმარებელი, აწარმოონ ეფექტური კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიაზე, გაზარდონ გაყიდვები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

#Bank of Georgia Update: როგორ მუშაობს სუპერ აპი?