in

ჰოსპიტალი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში” – ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ახალი კამპანია

ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც ,,დაუგუგლავს” თავისი სიმპტომები და ჩივილების მიზეზის დადგენა ამ გზით უცდია. ასევე, ხშირი პრაქტიკაა პასუხების ძიება ახლობლებში, სამედიცინო ჯგუფებსა და სხვადასხვა კომუნაში…

როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ადამიანები განსაკუთრებით ვღელავთ და დროული კონსულტაცია, სწორი დიაგნოზი თუ ექიმისგან პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც სამედიცინო განათლება არ გვაქვს და არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რას მიგვანიშნებს ესა თუ ის  სიმპტომი. ხშირად პრობლემა ისიცაა, რომ არ ვიცით, კონკრეტული ჩივილის დროს რომელი პროფილის  ექიმს უნდა მივმართოთ. გვიჩნდება უამრავი კითხვა, პასუხი კი, სასურველია, მხოლოდ კომპეტენტური პირებისგან მივიღოთ.

ივ. ბოკერიას სახელობის სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც დასავლური გამოცდილების მქონე ექიმებითაა დაკომპლექტებული და 24 საათის განმავლობაში იღებს ყველა ასაკისა თუ საჭიროების მქონე პაციენტს. მას მიმართავენ როგორც გეგმური ვიზიტებისთვის, ისე – გადაუდებელი შემთხვევების დროს, ანუ „ნებისმიერ დროს ნებისმიერ შემთხვევაში”, როგორც მის ახალ კამპანიაშია ნათქვამი.

კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რომლებსაც დეტალურად ჩვენი რესპონდენტი ჩაშლის. Marketer-ის კითხვებს ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მარკეტინგის მენეჯერი, ნატა გელაშვილი პასუხობს.

M:  ნატა, გვიამბეთ კამპანიის, „ნებისმიერ დროს ნებისმიერ შემთხვევაში” კონცეფციაზე – რა არის მისი მთავარი სათქმელი?

ყველას, ვისაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, რა დროს უნდა მიმართოს კონკრეტული პროფილის ექიმს. ჩვენი ახალი კამპანიით, ერთი მხრივ, გვინდა, ფართო აუდიტორიას გავაცნოთ მეტ-ნაკლებად საყურადღებო სიმპტომები, რომლებიც ექიმთან ვიზიტის საჭიროებაზე მიგვანიშნებს. მეორე მხრივ კი, გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ მესიჯი, რომ ,,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში“ – იქნება ეს მოულოდნელი ტრავმა, ქრონიკული დაავადება, ბავშვის ავადობა, ორსულობა თუ სხვა – ჩვენი ჰოსპიტალი მზად არის, იყოს თითოეული პაციენტის გვერდით და იზრუნოს მისი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

გარდა ამისა, გვინდოდა, ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ჩვენი ექიმები, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ ჰოსპიტლის სხვადასხვა განყოფილებას, მას შემდეგ, რაც გუნდში ძირეული ცვლილებები დაიწყო.

M: რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება ეს კამპანია და რისგან შედგება ის?

კამპანია 2 თვეს გასტანს და რამდენიმე ხაზს გააერთიანებს:

ვიდეოების ციკლი – ძირითადი ნაწილი, სადაც ჩვენი წამყვანი ექიმები აცნობენ ფართო აუდიტორიას ჰოსპიტლის სერვისებს, უყვებიან საყურადღებო სიმპტომების შესახებ;

 
ხელით შექმნილი პრინტები – რომლებიც იქმნება ჩვენი ჰოსპიტლისთვის და ასახავს სხვადასხვა, ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობ სიტუაციას, სადაც შეიძლება დაგვჭირდეს ექიმის დახმარება. მაგ. მოულოდნელ ტრავმას.

გუნდის გაცნობა – კამპანიის ფარგლებში, გარკვეული დრო ეთმობა გუნდის წევრების უკეთ გაცნობას, რაც არა მარტო განყოფილების ხელმძღვანელებს მოიცავს, არამედ სხვა ექიმებსაც, რომლებიც ჰოსპიტალში შემოსულ პაციენტს ხვდებიან.

ერთი სიტყვით, ამ დროის განმავლობაში კამპანია მოიცავს თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას ჰოსპიტალში.

M: რატომ გაჩნდა ჰოსპიტალში იდეა, რომ მსგავსი ტიპის კამპანია დაგეგეგმათ?

როცა კამპანიაზე ფიქრი დავიწყეთ, პირველ რიგში, ამოვედით პაციენტების ინტერესებიდან – რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად, როცა საქმე სამედიცინო დაწესებულებას ეხება? – საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ექიმები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში მასზე იზრუნებენ. ასევე, ფართო აუდიტორიისთვის ჰოსპიტალში მიმდინარე სასიხარულო ცვლილებების გაზიარება გვინდოდა, რაც უმეტესწილად გუნდს ეხება.

M: მაშინ ორიოდე სიტყვა გუნდზეც ვთქვათ. რა ცვლილებები განხორციელდა და როგორ აისახება ეს ცვლილებები ჰოსპიტალზე?

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გუნდი ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის სრულად განახლდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ჩვენი გუნდის წევრობას ირჩევს. მთავარი ფაქტორი, რაც ჩვენი ჰოსპიტლის სანდოობას განაპირობებს, არის დასავლური გამოცდილება, გუნდური მუშაობა და მუდმივი ზრუნვა პაციენტის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე – სწორედ ამას იზიარებს ჩვენი გუნდის თითოეული ძველი თუ ახალი წევრი.

გუნდში მიმდინარე ცვლილების შემდეგ, ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო ახალი ეტაპი დაიწყო. ჰოსპიტალმა ამერიკის საერთაშორისო სააკრედიტაციო კომისიასთან მემორანდუმი გააფორმა.

სააკრედიტაციო პროგრამა შექმნილია ჯანდაცვის ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების სტანდარტის განვითარებისა და მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მხარდასაჭერად.

ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის მიერ აკრედიტებულია ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის წამყვანი ჰოსპიტლები და მალე ამ სიას ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიც შეუერთდება.

M: რა სერვისებს სთავაზობს ჰოსპიტალი პაციენტებს?

ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს პრაქტიკულად სრულ ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს. ჩვენი ჰოსპიტალი მულტისერვისული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც აერთიანებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ორგანოთა ტრანსპლანტაციით დაწყებული – მესამე დონის სამშობიარო განყოფილებით დამთავრებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ერთადერთი ცენტრია თბილისში.

გარდა სტაციონარისა, ჰოსპიტალში მოსულ პაციენტს ვთავაზობთ ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ, საერთაშორისო სტანდარტების კვლევებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ზუსტი დიაგნოსტირების შემდეგ, თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვმართოთ.

M: რა მოლოდინი გაქვთ მიმდინარე კამპანიისგან?

გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კამპანიის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას ეცოდინება, რომ დედაქალაქში არსებობს მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც შეუძლიათ ენდონ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში.

[R]

Technovation Girls SAKARTVELO იწყება

„ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა Wissol-ს უკავშირდება“ – ალექსი ჭანტურაია