in

Bolt-მა €600 მილიონიანი ინვესტიცია მიიღო – კომპანია პირველი ევროპული სუპერ აპლიკაციის გაძლიერებას გეგმავს

Bolt, როგორც პირველი ევროპული სუპერ აპლიკაცია, პირველი, €600 მილიონიანი ინვესტიციის რაუნდს ხურავს. ამით კომპანიის ღირებულება 4 მილიარდ დოლარამდე იზრდება.  ის მოზიდულ ინვესტიციას 15 წუთიანი სასურსათო საქონლის მიწოდების სერვისის გასაფართოებლად, Bolt Market-ის, მობილობისა და არსებული სერვისების გასაძლიერებლად გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ Bolt-მა ეს ინვესტიცია მიიღო ახალი – Sequoia, Tekne, Ghisallo და უკვე არსებული ინვესტორებისგან – G Squared, D1 Capital, Naya.

„Bolt-ის მისიაა საქალაქო გადაადგილება გახდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი. ჩვენ ვაშენებთ მომავალს, სადაც ადამიანები იძულებულნი არ იქნებიან, იყიდონ მანქანები, რაც საცობს და გარემოს დაბინძურებას იწვევს, არამედ მიიღონ მომსახურება მაშინ, როდესაც მათ ეს, რეალურად, სჭირდებათ. 7-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, Bolt-ის მომსახურება სატრანსპორტო და მიწოდების სფეროში არის საუკეთესო ალტერნატივა, თითქმის“ ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, ვისაც მანქანა სჭირდება“, – ამბობს მარკუს ვილინგი, Bolt-ის აღმასრულებელი დირექტორი, – „მე აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივაწოდო ეს პროდუქტი მილიონობით ადამიანს ევროპასა და აფრიკაში, შევამციროთ საკუთარი ავტომობილებით გადაადგილება და დავუბრუნოთ ქალაქები ადამიანებს“.

„Bolt ცვლის გადაადგილების კულტურას, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მარკუსი არის დამფუძნებელი, რომელმაც ააშენა ოპერატიულად შესანიშნავი ბიზნესი, მოიცვა ევროპა და აფრიკა და შექმნა მისიაზე ორიენტირებული კულტურა, რომელიც ქმნის მდგრად კომპანიას. ის ეხმარება ადამიანებს, ქალაქებსა და გარემოს. ჩვენ მოხარულები ვართ მათთან პარტნიორობით“, –  ამბობს ენდრიუ რიდი, Sequoia-ს პარტნიორი. 

Bolt-მა, გასულ წელს განიცადა ჰიპერგანვითარება — მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა 75 მილიონამდე. ძირითადი გადაადგილების სერვისის გარდა, დღეს, კომპანია გთავაზობთ მანქანის გაზიარების სერვისს, Bolt Drive-ს, სკუტერისა და ელექტრო ველოსიპედის გაზიარების მომსახურებებს. ადგილზე მიტანის სერვისი მოიცავს Bolt Food-ს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეუკვეთოთ საკვები სხვადასხვა რესტორნიდან და უახლესი პროდუქტი – სასურსათო საქონლის 15 წუთიანი მიწოდების სერვისით – Bolt Market.

Bolt Market, უახლოეს მომავალში, 10 ევროპის ქვეყანაში დაიწყებს ოპერირებას. მომავალი ბაზრები მოიცავს: ბალტიისპირეთს, ცენტრალურ ევროპას, შვედეთს, პორტუგალიას, ხორვატიასა და რუმინეთს. Bolt ახალი სერვისის დასაწყებად გამოიყენებს არსებულ ტექნოლოგიას და საკურიერო ქსელს Bolt Food-დან და საკვების მიწოდების ოპერაციებში მიღებულ გამოცდილებას.

Bolt-ის შესახებ: 

Bolt არის ევროპული სუპერ აპლიკაცია, რომელიც საქალაქო გადაადგილებას ხდის უფრო ხელმისაწვდომს, უსაფრთხოსა და კომფორტულს. ჰყავს 75 მილიონი მომხმარებელი, 45 ქვეყანაში, ევროპისა და აფრიკის მასშტაბით. კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა სერვისს, მათ შორის: ავტომობილით გადაადგილებას, მანქანისა და სკუტერის გაზიარებას, საკვებისა და სასურსათო პროდუქტების მიწოდებას.

 

[R]

„არემჯის“ სტიპენდიატების პროგრამა ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდასაჭერად 

როგორია ტექნოლოგიების მომავალი? – ამას ხელოვნური ინტელექტი გვეტყვის