in

მანქანებთან „დაშორება“, როგორც ტვირთისგან გათავისუფლება — Bolt-ის ახალი კამპანია

კვლევებს თუ დავუჯერებთ, მანქანის მფლობელთა თითქმის 50% ფიქრობს, რომ მათ ავტომობილს კონკრეტული სქესი აქვს; 36% მას „ძველ მეგობრად“ მოიხსენიებს; 33% კი სახელსაც არქმევს. ეს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ერთგვარ ურთიერთობას ვაყალიბებთ მანქანებთან…. უბრალოდ, ეს ურთიერთობები საკმაოდ კომპლექსურია, მოითხოვს დიდ თანხებს, შფოთვას, ხელოსნებთან ხშირ ვიზიტს, საცობებში დგომას და ა. შ.

BOG

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Bolt-მა გადაწყვიტა, პრობლემების ჩამონათვალი ახალი კამპანიის საფუძვლად ექცია. ასე შეიქმნა ვიდეორგოლი Break up to break free. კომპანია მოგვიწოდებს, უარი ვთქვათ მანქანების ყოველდღიურ და ხშირ გამოყენებაზე, რათა უფრო ბედნიერი, ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ და მდგრად განვითარებასაც შევუწყოთ ხელი. სიუჟეტი კი საკმაოდ კრეატიულადაა გადმოცემული — ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს პერსონაჟები საყვარელ ადამიანებს ემშვიდობებიან…

Protected: „დიზაინის ინსტიტუტის“ კურსების ლექტორები პროგრამების შესახებ გვიყვებიან

პროგრამირების შესწავლა დამოუკიდებლად – მითი თუ ფაქტი?