in

Bolt-ის აპლიკაციას ორი ახალი კატეგორია, Economy და Isolated დაემატა

ესტონური კომპანია Bolt აქტიურად ზრუნავს, რომ მომსახურება, თითოეული მომხმარებლისთვის, მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს. სწორედ ამიტომ, მის აპლიკაციაში, ახალი კატეგორია Economy დაემატა.

Economy გთავაზობთ:

  • მგზავრობის მინიმალური საფასური 2.5 ლარი
  • ფასი 35%-ით ნაკლები, ვიდრე სტანდარტული Bolt კატეგორია
  • მანქანის მოსვლის საშუალო დრო – 3 წუთი
  • შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე ბარათით ანგარიშსწორება

„მნიშვნელოვანია, რომ ყოველი გადაადგილება, ქალაქის ნებისმიერ წერტილში, იყოს მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული და რაც ყველაზე მთავარია – უსაფრთხო.

Bolt -ის ახალი კატეგორია უკვე ხელმისაწვდომია. მის გამოსაყენებლად საკმარისია მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა, “Economy”-ს მონიშვნა და მანქანა რამდენიმე წუთში, თქვენთან იქნება“.

ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, Bolt-ის აპლიკაციას კიდევ ერთი, Isolated კატეგორია დაემატა.

რა არის Isolated კატეგორია?

Isolated კატეგორიაში წარმოდგენილ ყველა მანქანაში, მძღოლისა და მგზავრის სავარძლებს შორის დამონტაჟებულია დამცავი ბარიერი, რომელიც ხელს უწყობს მძღოლსა და მგზავრს შორის ჰაერის ნაკადის შეზღუდვას, რაც თავისთავად ამცირებს დაინფიცირების რისკს.

„მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, მოსახლეობის ნაწილს მაინც უწევს გადაადგილება. ახალი Isolated კატეგორია კი უზრუნველყოფს, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროთ, ქალაქის ნებისმიერ წერტილში. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Bolt-ის აპლიკაცია, გადმოიწერეთ და ისარგებლეთ ჩვენი მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო მომსახურებით“.

 

[R]

რეტრო თამაშები, „სმარტ“ საათი და სხვა ფუნქციები ერთ მოწყობილობაში

მაღაზია, სადაც არც მოლარეა, არც რიგი, უბრალოდ აიღე, რაც გინდა და გადაიხადე – საქართველოში მაღალტექნოლოგიური სისტემა შეიქმნა