Bolt აპლიკაციაში ახალ ფუნქციას – “საოჯახო პროფილს” ამატებს და მომხმარებლებისთვის ქმნის შესაძლებლობას, აკონტროლონ ოჯახის მგზავრობების ხარჯები ერთი ანგარიშიდან.
ახალი ფუნქცია გაძლევთ საშუალებას თვალი ადევნოთ და გადაიხადოთ მაქსიმუმ 9 ადამიანის მგზავრობის ხარჯი ერთი პროფილიდან. კომპანიის უმთავრესი ღირებულებები მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, მომხმარებლებისთვის უსაფრთხო გამოცდილების შექმნა და კომფორტული სერვისის შეთავაზებაა. ახალი ფუნქციაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.
სტატისტიკურად, მომხმარებელთა 2-6% მგზავრობას სხვა ადამიანისთვის უკვეთავს და მგზავრობის დეტალების გაზიარება, მისამართის ზუსტად მითითება უწევს, რაც ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს. ახალი ფუნქცია ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და მგზავრებს აძლევს საშუალებას, მოიწვიონ პროფილზე საყვარელი ადამიანები და ოჯახის წევრები, დააწესონ ყოველთვიური სახარჯო ლიმიტები, მიიღონ შეტყობინებები მათი მგზავრობების შესახებ. “საოჯახო პროფილის” წევრებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეუკვეთონ მგზავრობები, ანგარიშის მფლობელი კი ამ მგზავრობებს გააკონტროლებს.
ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია მშობლებისთვის. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სამგზავრო აპლიკაციები ყველაზე პოპულარული უფროსი ასაკის ადამიანებშია. თუმცა, პრაქტიკული ბარიერები – როგორიცაა აპლიკაციის სირთულე ან გადახდის მეთოდების კომპლექსურობა ამ პროცესს აფერხებს. “საოჯახო პროფილი” კი, მათ ამ ბარიერების დაძლევაში ეხმარება, რადგან მგზავრობასა და გადახდებს მართავს ერთი ადამიანი, სხვების ნაცვლად.
“საოჯახო პროფილი” ანგარიშის მფლობელებს ფინანსური კონტროლის საშუალებასაც აძლევს. მათ შეუძლიათ გააკონტროლონ თითოეული წევრის მგზავრობა, ლაივ რეჟიმში მიიღონ შეტყობინებები მგზავრობის დაწყებისა და დასრულების შესახებ.
“Bolt-ში მუდმივად ვცდილობთ ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლებს ქალაქში გადაადგილება გავუმარტივოთ. “საოჯახო პროფილი” მარტივი და ეფექტური ფუნქციაა, რომელიც ოჯახის წევრების მგზავრობების ორგანიზებას ამარტივებს. იმედი გვაქვს, ახალი ფუნქცია მნიშვნელოვნად გაუადვილებს მგზავრებს ერთი ანგარიშის დახმარებით საყვარელი ადამიანებისთვის მგზავრობების ორგანიზებას” – აცხადებენ Bolt საქართველოში.
[R]












