in

„კარგი ქალაქი სახლს უნდა ჰგავდეს“ — Bolt-ის გლობალური კამპანია

BOG
BOG

ბევრი ჩვენგანი იზიარებს იდეას, რომ საცხოვრებელი ქალაქი საკუთარ სახლს ჰგავს — თითოეული კუთხე-კუნჭული სულ ზეპირად იცი, ნაცნობ ქუჩებს რომ მიუყვები, იქვე ნაცნობ სახეებსაც დაინახავ და უბრალოდ გრძნობ, რომ სახლში ხარ. თუმცა ამ ქაოსურ რეალობაში მსგავსი აღქმაც იკარგება ხოლმე…

გლობალური ბრენდი Bolt ფიქრობს, რომ ურბანული გარემო უფრო მეტად მანქანების სახლად იქცა, ვიდრე — ადამიანების. თითქოს, ამ ინფრასტრუქტურაში ჩვენი ადგილი ნაკლებად დარჩა და ვეღარ ვგრძნობთ, რომ „სახლში ვართ“. „სავარაუდოდ, 2030 წლისთვის მანქანების რაოდენობა გლობალურად 2 მილიარდს მიაღწევს. ეს კი ზრდის მისწრაფებას, სწორედ მათ ირგვლივ განვსაზღვროთ ქალაქის დაგეგმარება: გავაფართოოთ გზები, ავაშენოთ გაცილებით დიდი საპარკინგე ზონები… მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ქალაქები ავტომობილების სახლებად იქცევა“.

ამის საპირისპიროდ, ბოლტის ახალი კამპანია იმ აზრისკენაა მიმართული, რომ ადამიანებისთვის მეტი ადგილი უნდა გამოთავისუფლდეს. „კარგი ქალაქი სახლს უნდა ჰგავდეს. გარეთ გასვლისას ისეთი შეგრძნება უნდა გეუფლებოდეს, თითქოს საკუთარ მისაღებ ოთახში შედიხარ“.

როგორ მივიღოთ ხორბლის ხარისხიანი მოსავალი? – რეკომენდაციები სპეციალისტისგან

როგორ ვმართოთ „შიდა ბრენდინგი“?