Bolt Food-მა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად, სოციალური კამპანია დაიწყო – აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარები საჩუქრებით გაახარონ!
სპეციალურად ამ კამპანიისთვის, პლატფორმაში „ჩაშენდა“ კატეგორია – „გაუზიარე ბედნიერება!“, რომელშიც სასაჩუქრე ნაკრებების, საკანცელარიო ნივთების, სამაგიდო თამაშების აღმოჩენა და გაგზავნაა შესაძლებელი.
კამპანიის ფარგლებში, საჩუქრებისგან მიღებული Bolt Food-ის საკომისიო 0% იქნება! SOS ბავშვთა სოფლის მისამართზე საჩუქრის გაგზავნა თბილისის ნებისმიერი წერტილიდან უფასოდ არის შესაძლებელი. Bolt Food-ის პარტნიორი კურიერების დახმარებით, მიღებული შეკვეთები უმოკლეს დროში მივა პატარა ბენეფიციარებთან.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო:
- გახსენით Bolt Food-ის აპლიკაცია
- აირჩიეთ “Sharing is Caring!”/”გაუზიარე ბედნიერება!” კატეგორია
- აირჩიეთ საჩუქარ(ებ)ი
- მისამართის ველში მონიშნეთ “SOS Children’s Village“
- დაელოდეთ, როგორ მიუტანს თქვენს საჩუქარს Bolt Food-ის პარტნიორი კურიერი ბავშვებს
კამპანია 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და აპლიკაციაში ხელმისაწვდომი ყოველ დღე, 10:00-დან 22:00 საათამდე იქნება.
[R]











