in

Bolt Food თბილისშია!

ესტონური კომპანია Bolt საქართველოში საკვების ადგილზე მიტანის სერვისს, Bolt Food-ს იწყებს! – იმისთვის, რომ ადამიანების სახლში დარჩენა უფრო კომფორტული გახდეს, Bolt მომხმარებლებს საკვების მიტანის სერვისს, Bolt Food სთავაზობს. Bolt Food-ის ყველა მიტანა უკონტაქტოა. საწყის ეტაპზე, Bolt Food-ით შეკვეთის მიღებას თბილისის ყველა ცენტრალური უბნის მაცხოვრებლები შეძლებენ. აპლიკაციის გაშვებასთან ერთად, ყველა მიტანა უფასო იქნება – მომხმარებლები იხდიან მხოლოდ იმ კერძების საფასურს, რაც შეუკვეთეს.

„მოცემული მდგომარეობა ყველასთვის რთულია. იმედი გვაქვს, რომ საყვარელი რესტორნებიდან ადგილზე მიტანის შესაძლებლობა ბევრისთვის იქნება სახლში დარჩენის მოტივატორი. ამასთანავე, ჩვენ 5000-მდე მძღოლი გვყავს თბილისში და ვფიქრობთ, Bolt Food მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდება, ვინაიდან მკაცრი შეზღუდვების პირობებში, მძღოლის მომსახურებაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია”, – ამბობს Bolt-ის CEO საქართველოში.

Bolt Food-ით საკვების შეკვეთა თბილისში უკვე 150-ზე მეტი ობიექტიდან არის შესაძლებელი. მათ შორისაა ისეთი ცნობილი რესტორნები, როგორებიც არის: Barbaresgan, Ukve, Bernard, Coffeesta და სხვა.

საკვების შესაკვეთად, მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს Bolt Food-ის აპლიკაცია „სმარტფონში“, სადაც ხელმისაწვდომი რესტორნების და მათი მენიუების აღმოჩენას და კერძების შეკვეთას შეძლებს. Bolt Food-ის ყველა მიტანა უკონტაქტოა, ანუ მომხმარებელს შეუძლია, მიუთითოს მიტანის ზუსტი ადგილი აპლიკაციაში, რის შედეგადაც, კურიერი შეკვეთას უკონტაქტოდ დატოვებს მისამართზე.

„Bolt-ის მძღოლის მომსახურების სერვისი მთლიანად აგებულია ეფექტურობაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს პარტნიორ მძღოლებს და მომხმარებლებს ბაზარზე საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ იმავე მიდგომით ვგეგმავთ საკვების მიტანის სერვისის ამოქმედებას, რაც მომხმარებლისთვის ეფექტურ მომსახურებას ნიშნავს, კურიერისთვის კი საუკეთესო მხარდაჭერის სისტემას. Bolt Food-ის პარტნიორი რესტორნებისთვის, მთავარი ღირებულება Bolt-ის ერთგული მომხმარებელთა დიდი ბაზაა – ადამიანები, რომლებიც ენდობიან და უყვართ ჩვენი ბრენდი“.

 Bolt-ს მსოფლიოს 35 ქვეყანაში 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Bolt Food პირველად 2019 წლის აგვისტოში, ესტონეთში შეიქმნა და დღეისათვის, 30 ქალაქსა და 15 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

Window Project რუსთაველის 37-ში მდებარე ვიტრინაში SITUATIONIST-ის ინსტალაციას წარადგენს

ბარი 3D ბილბორდში! – Heineken 0.0-ის გარე რეკლამა