in

Bolt Food პარტნიორი რესტორნებისთვის საკომისიოს აუქმებს!

კომპანია Bolt, პარტნიორი რესტორნების დასახმარებლად, მათთვის დაწესებულ საკომისიოს სრულად აუქმებს! ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვლიდან შევა და გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს.

Bolt Food-მა საქართველოში ოპერირება სულ 1 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც, პარტნიორი რესტორნებისგან მუდმივად გვესმის წარმოუდგენელი სირთულეების შესახებ, რასაც პანდემიით განპირობებული შეზღუდვები ქმნის ბიზნესისთვის. ძალიან ბევრი ჩვენი საყვარელი რესტორანი მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს, სხვები კი ყოველდღიურად, დაუღალავად იბრძვიან გადარჩენისთვის.

ჩვენ ეს ბიზნესი სწრაფი მოგების მიზნით არ წამოგვიწყია, – გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიის ნამდვილი წარმატება ჩვენი პარტნიორი რესტორნების წარმატებაზე, ჩვენი კურიერების კარგ ანაზღაურებასა და ჩვენი მომხმარებლების ბედნიერებაზეა სრულად დამოკიდებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მხარი დავუჭიროთ ბიზნესს ამ კრიტიკულ დროს. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება ჩვენს პარტნიორ რესტორნებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და შემატებს ძალას, უკეთ გაუმკლავდნენ პანდემიასთან ბრძოლას.

ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია Bolt-ის რომელიმე სერვისით, იცის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის უბრალოდ სერვისის გაწევით არასდროს შემოვიფარგლებით.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი საზოგადოებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში. არასდროს გვსურდა, ვყოფილიყავით უბრალოდ ტაქსის კომპანია: 2014 წელს, Bolt-ის დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანია, შევცვალოთ გადააადგილების კულტურა თბილისში – შევქმნათ ტრანსპორტირების მაღალი ხარისხი და ახალი სტანდარტი. მას შემდეგ, ყოველთვის ვეძებთ გზას, დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენს საზოგადოებაზე. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ:

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ჩვენი საერთო მისიისა – გავხადოთ საქართველო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი და არც ჩვენი დღევანდელი კამპანიაა გამონაკლისი – ახლა, ისე როგორც არასდროს, რესტორნების ინდუსტრიას ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს კი ის მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. იმედი გვაქვს, ამ კამპანიით სწორ მაგალითს შევქმნით და ვუბიძგებთ სხვა კომპანიებს ჩაერთონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ერთად დავამარცხოთ სირთულეები და დავბრუნდეთ მალე – კიდევ უფრო ძლიერები.

[პარტნიორის კონტენტი]

Google-მა Robinhood-ის აპლიკაციიდან 100 000-ზე მეტი ნეგატიური შეფასება წაშალა

შტუტგარტი: „ეს ფორმა თანასწორობასა და ფაშიზმის თითოეული მსხვერპლის ხსოვნას ეძღვნება“