Bolt Food-მა წინასასკოლო პერიოდთან დაკავშირებით სოციალური კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც შეძლებთ, SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს საჩუქრები გაუგზავნოთ. აღსანიშნავია, რომ კომპანია მსგავს აქტივობას უკვე მეორედ ახორციელებს.
კამპანიის იდეის სისრულეში მოსაყვანად, აპლიკაციაში დამატებულია განსაკუთრებული კატეგორია — „Share Happiness / აჩუქე სიხარული“, რომლის დახმარებითაც, მზუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ისეთი საჩუქრების გაგზავნაა შესაძლებელი, როგორებიცაა წიგნები, საკანცელარიო ნივთები, საგანმანათლებლო თამაშები და ა.შ.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო:
- გახსენით Bolt Food-ის აპლიკაცია
- აირჩიეთ „Share Happiness / აჩუქე სიხარული“ კატეგორია, შემდეგ კი სასურველი საჩუქარი ან საჩუქრები
- დაადასტურეთ შეკვეთა — არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მისამართი გაქვთ მითითებული
- თქვენს შეკვეთას ჩვენ მივიღებთ და შევაგროვებთ
- სულ ესაა! საჩუქარს Bolt Food-ის პარტნიორი კურიერი ბავშვებს ძალიან მალე გადასცემს.
ცხადია, კამპანიის ფარგლებში, საჩუქრებისგან Bolt Food-ის მიერ მიღებული საკომისიო ისევ 0% იქნება! SOS ბავშვთა სოფლის მისამართზე საჩუქრის გაგზავნას თბილისიდან უფასოდ შეძლებთ, Bolt Food-ის პარტნიორი კურიერები კი ბავშვებს თქვენს საჩუქრებს უმოკლეს დროში გადასცემენ.
Bolt Food მზადაა, წინასასკოლო პერიოდში მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება ტრადიციად აქციოს, რომელშიც საკუთარი წვლილის შეტანას Bolt Food-ის ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს.
გადმოწერე აპლიკაცია — აჩუქე სიხარული!
[R]