Bolt Georgia-მ და Oktopus fitness-მა პარტნიორობის ფარგლებში, 6 აგვისტოს, მზიურის პარკში იოგას სესია გამართეს, რომელსაც Oktopus Fitness-ის პროფესიონალმა ტრენერმა უხელმძღვანელა.
იოგას სესიის გარდა, Bolt-მა და Oktopus Fitness-მა სოცმედიაში წამოიწყეს ერთობლივი ფიტნეს გამოწვევა, რომლის ფარგლებშიც გაათამაშეს Bolt-ის მგზავრობების 200 ლარიანი ვაუჩერი და Oktopus Fitness-ის 1 თვიანი აბონემენტი.
პარტნიორობა ითვალისწინებს Oktopus Fitness-ის ნებისმიერი ფილიალიდან, ვარჯიშის შემდეგ, სასურველ მისამართამდე Bolt-ით 20%-იანი ფასდაკლებით მგზავრობას.
თუმცა, Bolt Georgia-სა და Oktopus Fitness-ის პარტნიორობა ამით არ სრულდება – შემდეგი ღია აქტივობა ამჯერად ქალაქ ბათუმში გაიმართება.
[R]