Bolt-ის აპლიკაციაში ახალი Premium Plus კატეგორია გააქტიურდა, რომელიც მომხმარებლებს მაღალი კლასის ავტომობილებით ავტობუსის ზოლში მოძრაობას სთავაზობს.
Premium Plus კატეგორია შესანიშნავი საშუალებაა ქალაქის საცობებისგან თავის ასარიდებლად, რაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვან დროს დაუზოგავს მომხმარებლებს.
კომპანია Bolt სამგზავრო აპლიკაციაში არაერთ პრემიუმ ფუნქციას სთავაზობს თავის მომხმარებელს. ახალი Premium Plus კატეგორიაც მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ხარისხიანი სერვისის შექმნაზეა ორიენტირებული.
“წლის დაწყებასთან ერთად, ქალაქში მოძრაობა ბუნებრივად გადაიტვირთა. ახალი Premium Plus მოქალაქეებს მისცემს საშუალებას თავი აარიდონ საცობებს და იმგზავრონ უფრო სწრაფად, ახლა უკვე პრემიუმ კლასის მანქანებით. იმედი გვაქვს, ეს ცვლილება კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებას და გადაადგილებას უფრო სასიამოვნო პროცესად აქცევს.” – აღნიშნავს კომპანია Bolt Georgia-ს მარკეტინგის დირექტორი რუსო კობახიძე.
[R]